თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დევი ტაბატაძე ამბობს, რომ საქართველოში უკვე სახეზეა ტვინდემია და რეანიმაციებში თავისუფალი საწოლები აღარ არის.
-კრიტიკული სიტუაციაა. რეანიმაციული საწოლები გადატვირთულია და პრაქტიკულად არ არის. რეანიმაციული საწოლები რომ არ არის, ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან პაციენტების მდგომარეობა სწრაფად მძიმდება. სახეზეა ტვინდემია _ სეზონური გრიპისა და კოვიდის თანხლება, – აცხადებს პროფესორი.

