დავით ბერძენიშვილი ,,რუსული დროშა ნავალნის, მურატოვის და უამრავი მებრძოლი ადამიანისაც არის”

დავით ბერძენიშვილი ,,რუსული დროშა ნავალნის, მურატოვის და უამრავი მებრძოლი ადამიანისაც არის"პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი დღეს აქციის მონაწილეების მიერ რუსეთის ფედერაციის დროშის ფეხებით გაქელვას გამოეხმაურა:

,,ქართულ დროშაზე იმპერიალისტმა პროპაგანდისტებმა რომ ფეხით იარეს, აღვშფოთდით, ბუნებრივია. ამასთანავე, რუსეთის დროშა მარტო პუტინის დროშა არაა, ნავალნის, მურატოვის და უამრავი მებრძოლი ადამიანის დროშაა.
ჩემი დისიდენტი და ჟურნალისტი მეგობრების დროშაა. რეჟიმთან ბრძოლაში დაღუპული ანა პოლიტკოვსკაიას და ბორის ნემცოვის დროშაა…

მართლა ღრუსებს ხომ არ დავემსგავსებით? ჩვენც გავველურდეთ? ჩვენ რუსული დროშა ვფხრიწოთ? სხვა სიმბოლოები ავირჩიოთ – რუსული ტანკი, მაგალითად”.