,,არტისტებს 300 ლარი რომ მოემატათ, ეს რატომაა საღლიცინო?” – ლაშა ჩხარტიშვილი

,,არტისტებს 300 ლარი რომ მოემატათ, ეს რატომაა საღლიცინო?" - ლაშა ჩხარტიშვილითეატრის მკვლევარი ლაშა ჩხარტიშვილი სახალხო არტისტებისთვის პენსიების გაზრდას ეხმაურება და წერს:
,,სახალხო არტისტის წოდება ვისაც აქვს, მოიაზრებიან მომღერლები, დრამის და ოპერის მსახიობები, რეჟისორები… ამ სტატუსის მატარებელნი ცოცხალი სულ რაღაც 40 -მდე კაცია დარჩენილი, რომელიც იღებდა 300 ლარს ამ წოდების გამო. მათგან ბევრი თეატრში აღარ მუშაობს, ან ვინც მუშაობს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს (ასეთები პენსიას ვერ იღებენ, ისე რომ იცოდეთ).

გაუფასურებული ლარის ფონზე მათ რომ 300 ლარი მოემატათ, ეს რატომაა საღლიცინო? თქვენც დაბერდებით, გახსოვდეთ და სიბერის გადმოსახედიდან სხვანაირად იჭიკჭიკებთ…”.