,,არ აგარევინებთ” – აქცია ანთებული სანთლებით დასრულდა

,,არ აგარევინებთ" - აქცია ანთებული სანთლებით დასრულდაპარლამენტის შენობის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართული აქცია „არ აგარევინებთ“ დასრულდა.

აქციაზე მოქალაქეებმა სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ვინც, მათი თქმით, წინა ხელისუფლების დროს რეჟიმს შეეწირა. ასევე, მათ აღნიშნეს, რომ ისინი არ დაუშვებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) იყო.