ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა პროექტ „სასაზღვრო ზონას“ მიერ ორგანიზებულ ვებინარზე ძალიან მკაცრი და მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს მისამართით.
მისი თქმით, საქართველო ძალიან აზიანებს საკუთარი საერთაშორისო პოზიცია, როგორც ქვეყნის, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრება.
-ვცდილობდი, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის გარკვევით მეთქვა, რა შეცდომებს უშვებენ ისინი ოპოზიციასთან უხეში ენით საუბრით, ევროკავშირის ლიდერებისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობით, როგორც ისინი შარლ მიშელის შეთანხმების შემთხვევაში მოიქცნენ, ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით და ამ დახმარებასთან დაკავშირებული პირობების არშესრულებით.
ეს ყველაფერი ქმნის საქართველოს ძალიან ცუდ იმიჯს, არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს. ეს ძალიან აზიანებს ქართველი ხალხის სურვილს, მიუახლოვდნენ ევროინტეგრაციას. ეს არის ის, რაზედაც ძალიან ცხადად უნდა ვისაუბროთ.
არ გამიკვირდება, რომ შესაძლოა დადგეს დრო, როდესაც ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია, ვინაიდან, შესაძლოა, ამის კომბინირება ძალიან რთული გახდეს. ეს არის ის რისკი, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ინერპრესნიუსი

