ამიკო ჩოხარაძე: ,,როცა მიჭირდა, ბერა დამიდგა გვერდით… ის ბინა ბანკის ვალების გამო გავყიდე”

ამიკო ჩოხარაძე: ,,როცა მიჭირდა, ბერა დამიდგა გვერდით... ის ბინა ბანკის ვალების გამო გავყიდე",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

შოუმენი ამიკო ჩოხარაძე დარწმუნდა, რომ დედამიწა მრგვალია. ეს ,,წრე” მან თავისი ფეხით შემოიარა. მისი კარიერა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ში დაიწყო. მერე რამდენიმე არხი გამოიცვალა და 8 წლის შემდეგ საწყის წერტილს, ,,რუსთავი 2″-ს, დაუბრუნდა.იყო ბევრი სირთულე, გულისტკენა, მაგრამ თვლის, რომ თვითონ შეცდომები ნაკლებად დაუშვა და არც ადამიანები დაუკარგავს. ამიკომ ,,სარკესთან” ისაუბრა.

– ბერასთან მეგობრობა თუ გრძელდება და, საერთოდ, საიდან დაიწყო ეს მეგობრობა?

– ბერასთან ურთიერთობა 2010 წელს დავიწყე. ჩემი ბავშვის ნათლიამ და მეჯვარემ, მამუკა ჯანელიძემ გამაცნო. მუსიკამ ერთმანეთს ძალიან დაგვაახლოვა. როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, გვერდში დამიდგა. ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

სხვათა შორის, ითქვა, რომ პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” ბერამ გამამარჯვებინა. მგულშემატკივრობდა, მაგრამ იმდენად ვგრძნობდი საზოგადოებისგან მხარდაჭერას, შეუძლებელი იყო, არ გამემარჯვა. როგორც ქართველების უმრავლესობა, ჩემს შემთხვევაშიც ისე მოხდა, რომ ბანკების ვალებმა შემაწუხა და მოგებული ბინა გავყიდე.

_მახსოვს საუბრები, რომ ,,კომედი ჯგუფის” მსახიობები ბერა ივანიშვილმა გადაგიბირათ ,,ჯიდიესზე”. ფაქტია, რომ მის გუნდში აღმოჩნდით.

–ჩემი გადაწყვეტილება იყო, არავითარი ბერა და სხვა პერსონაჟები არ ფიგურირებდნენ. მე, ფაქოს და თემო მჟავიას ,,იმედში” გვინდოდა მუშაობა. მაშინ არც არსებობდა ,,ჯიდიესი”, ამიტომ უსაფუძვლოა აზრი, რომ ბერამ დიდი ფულით ,,ჯიდიესზე” გადაგვიბირა.

– დღესაც თქვენ გვერდით არ ჩანან ფაქო და თემო მჟავია. საქმეში გაიყო თქვენი გზები თუ პირად ურთიერთობებში?

–ეს უფრო პირადულია…

– ალბათ მტკივნეული იყო მეგობრების დაკარგვა.

– დავკარგე, არ ვიცი… მე არავინ დამიკარგავს. ალბათ უფრო სწორი ნათქვამი იქნება, რომ მე დამკარგეს.

,,სარკე”, 2020 წელი, ინტერვიუ იბეჭდება შემოკლებით