,,ახალი მიცვალებულის ყვავილები წაიღეს მისი საფლავიდანო” – ნინო ზამბახიძე

,,ახალი მიცვალებულის ყვავილები წაიღეს მისი საფლავიდანო" - ნინო ზამბახიძესაქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,აი, რანაირი ხალხი ვართ, მართლა ვერ გავიგე, რა. ფასიანი ლიფტის თანხა არ მაქვს ჩარიცხული ბარათზე, რომ ქრება. ვიფიქრე თავიდან, სისტემური პრობლემაა-მეთქი, მერე დაცვამ მითხრა, შენი ბარათის ნომერი მუშამ უთხრა ყველას და მაგით სარგებლობენ, ახლა გავარკვიეო. ნუ ან მუშას რა უნდა ელაპარაკო, ან იმ ყველას, სხვის თანხას რომ იყენებენ.

დღეს მამაჩემის საფლავზე გავედი, კარგა ხანი ვერ მივუახლოვდი, მანქანა იდგა და ყვავილებს ალაგებდა. იქაურ დამლაგებელს ვკითხე, რა ხდებოდა ამდენი ხანი, რომ საცობი იყო. მითხრა, ახალი მიცვალებული იყო და მისი ყვავილები წაიღეს, როგორც ხდებაო. ან იმ ხალხს რა უნდა ელაპარაკო, ამას რომ იკადრებს
ეჰ, უკვე ის მიკვირს, საერთოდ არაფერი რომ აღარ მიკვირს”.