ზურა ყიფშიძე: ,,ნარკოტიკისგან გათავისუფლებაში ცოლი დამეხმარა”

ზურა ყიფშიძე: ,,ნარკოტიკისგან გათავისუფლებაში ცოლი დამეხმარა",,სარკე”

,,რაღაცას რომ მიაღწიო, ამისთვის, არა მგონია, სამშობლოს გამოცვლა იყოს საჭირო. შეიძლება ადამიანი ავსტრალიიდან ჰოლივუდში წავიდეს,მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. სისულელეა, ვთქვა, რომ იქით კარგი არ არის, მაგრამ მგონია, რომ ადამიანი თავის სახლში უნდა იყოს და კარგი საქმე აკეთოს”, – ამბობს მსახიობი ზურა ყიფშიძე. ,,თავის სახლში” გაკეთებული საქმე მართლაც ბევრი აქვს _ უამრავი როლი კინოსა თუ თეატრში. თუმცა, უკან რომ იხედება, ბევრი რამის შეცვლის სურვილი უჩნდება. ასაკის მატებასთან ერთად საკუთარ თავს ბევრი რამ აუკრძალა, მათ შორის – მავნე ჩვევები. მსახიობი ,,სარკეს” ესაუბრა:

_ ხომ ამბობენ, უკან რომ დამაბრუნა, ყველაფერს გავიმეორებდიო, მე – არა. ბევრ რამეს გამოვცვლიდი. ვისაც ვაწყენინე, არ ვაწყენინებდი, უფრო რბილი ვიქნებოდი, მეტ უცხო ენას ვისწავლიდი, მეტს ვიმოგზაურებდი… ქუჩა ხომ კარგია,მაგრამ მან რაღაცები წამართვა, დრო დამაკარგვინა,მეტის სწავლა შემეძლო.

__რის უფლებას აღარ აძლევთ საკუთარ თავს?

_ნაკლებს ვსვამ, ნარკოტიკს აღარ ვიღებ, უნარკოტიკოდაც შეიძლება ყოფნა.

_ ასე ღიად ამბობთ, რომ ნარკოტიკი იყო თქვენს ცხოვრებაში?

_ კი.

__დაძლევა როგორ შეძელით?

_ თვითონ დავძლიე. ალკოჰოლის მიღებაც, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაც თვითონ უნდა დაძლიო, თუმცა შეიძლება ექიმიც დაგეხმაროს.

__დაგჭირდათ ექიმის დახმარება?

_ დამეხმარნენ, მაგრამ მთავარი მაინც მე შევძელი.

_ ეს ყველაფერი ოჯახურ ურთიერთობებზე აისახებოდა?

_ არა, ამ ყველაფერს ჩუმად ვაკეთებდი, მაგრამ მერე გამოჩნდა. მეუღლე ძალიან დამეხმარა. ძალიან მაგარი მეუღლე მყავს. მე საერთოდ, ყველგან ძალიან ჯაჯღანა ვარ, თუ რამე არ მომწონს, ვერ გამაკეთებინებ, მაგრამ თუ მინდა, ბევრ რამეს გავაკეთებ. ამ გადასვლების მომენტებში ცოლი ჩემთვის ყველაზე მაგარი ადამიანი იყო. ის ყველაფერს გრძნობდა, როდის ,,ვჭედავდი”, როდის ვიყავი პირიქით.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”