უმძიმეს კადრებში ჩანს, ანასტასია როგორ გარბის, მკვლელი კი ტყვიებს ახლის – მედიაში ვიდეომასალა ვრცელდება

უმძიმეს კადრებში ჩანს, ანასტასია როგორ გარბის, მკვლელი კი ტყვიებს ახლის - მედიაში ვიდეომასალა ვრცელდებამედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება. კადრები სანახავად ძალიან მძიმეა. მკვლელი შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ხვდება და როცა ქალი კარის გაღებას ცდილობს, ის იარაღს ესვრის. ანასტასია გარბის, მკვლელი მისდევს და ისევ ახლის ტყვიებს.

პირი, რომელსაც სახე შავი ნაჭრით ჰქონდა დაფარული, 27 წლის ანასტასია შატალოვას ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, შატალოვას ზურგში 7-ჯერ ესროლეს.

ამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი, აქედან ორი შეუტყობინებლობის ბრალდებით. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ლატარიას ადვოკატები ამბობენ, რომ თავდამსხმელი, რომელიც კადრებში ჩანს, ლატარია არ არის.