თვითმხილველი: ,,ბავშვი შოკურ მდგომარეობაში ამოიყვანეს… 24 საათი ვიბრაციულად თხრიდნენ ქვემოთ”

თვითმხილველი: ,,ბავშვი შოკურ მდგომარეობაში ამოიყვანეს... 24 საათი ვიბრაციულად თხრიდნენ ქვემოთ"ბათუმში ჩამოშლილი სადარბაზოს ნანგრევების ქვეშ მანქანა მოყვა, სადაც წლისა და სამი თვის ბავშვი იყო. მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს. ,,მთავართან” თვითმხილველი ყვება:

-ბავშვს დაუზიანდა ფეხი. შოკურ მდგომარეობაში ამოიყვანეს. მეზობლები ყვებიან, იმდენს თხრიან, აღარ ჩერდებიან. მთელი კორპუსი გამოთხრილია. ქვევით 24 საათის განმავლობაში სულ ვიბრაციულად თხრიან ყველაფერს. მთავრობა არაფერში არ ეხმარება ადამიანებს, საჩივრებს არ ითვალისწინებს. არქიტექტურის სამსახური მოშლილია. მთელი ბათუმის სადარბაზოები ასეა დათხრილი. მეორე სართულზე იყო რემონტი. ამის შემდეგ შევნიშნეთ ქვების ცვენა და მალე მთელი სადარბაზო ჩამოიშალა.