,,საშინელება მოხდა ბათუმში, 5 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა” – ამ წუთებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

,,საშინელება მოხდა ბათუმში, 5 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა" - ამ წუთებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობსბათუმში სადარბაზო ჩამოიშალა. ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ბათუმიდან წერს: ,,საშინელება მოხდა… 5 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა”.

სოფი ბალანჩინი წერს:

,,ბათუმში, 26 მაისის და აბაშიძის კვეთაში, მთლიანი სადარბაზო ჩამოიშალა. არ ვიცი მსხვერპლი არის, თუ არა.  იგივე ბედი მოელის იმ კორპუსსაც, სადაც დედაჩემი ცხოვრობს. ჭერი ჩამოინგრა გვერდით სადარბაზოში, და სასწრაფოდ გასახლებული მოსახლეობა უკან შემოასახლეს მეორე დღესვე, ქირას ვერ გადაგიხდითო.
იგივე ბათუმის მერია რამდენიმე თვეა, ინვესტორს არ აძლევს უფლებას, 22 სართულიანი სახლი ააშენოს ამ კორპუსის ადგილას და თავად დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართებით ადგილობრივები (აბსოლუტურად ყველა მესაკუთრე დათანხმდა პირობებს).
ქალაქის იერსახეს უფრთხილდებიან თუ ინვესტორს ვერ ჩაუხტნენ წილში, ეგ გასარკვევია კიდევ. მოკლედ, შემოხაზეთ 41 და ან წყალი წაგიღებთ, ან საკუთარი სახლის ნანგრევებში დაიხოცებით”.
ამ წუთებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.