,,სალონის თანამშრომლებს ვერ უკავშირდებიან” – ნანგრევებიდან ადამიანების ხმები ისმის, შველას ითხოვენ

,,სალონის თანამშრომლებს ვერ უკავშირდებიან" - ნანგრევებიდან ადამიანების ხმები ისმის, შველას ითხოვენბათუმში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. უცნობია, რა გახდა ნგრევის მიზეზი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის. ორი ბავშვის ამოყვანა მოხერხდა ნანგრევებიდან.
იქ მყოფთა ინფორმაციით, ნანგრევებიდან ხმები ისმის, ისინი შველას ითხოვენ.
ნიკა საჯაია წერს: ,,მხოლოდ ის მაიმედებს, რომ ბავშვები სკოლებში, ბაღებში იყვნენ, მშობლები სამსახურებში, მაგრამ ვინც სახლში იყო… სალონის თანამშრომლები, რომლებსაც ვეღარ უკავშირდებიან… საშინელებაა. ღმერთო,  უშველე”.