,,სარკე”, ია ქუთათელაძე
მსახიობი ნათია წიწილაშვილი მაყურებელმა გაიცნო “რუსთავი 2″-ის სერიალით ,,ჩიფსების თაობა”. შემდეგ მუდმივად ჩანდა სხვადასხვა იუმორისტულ სკეტჩებსა თუ სარეკლამო კლიპებში. სერიალის ეკრანული სიყვარული ნათიასა და მსახიობ გიორგი კალანდაძეს შორის რეალურ სიყვარულში გადაიზარდა. ოჯახი პატარა ასაკში შექმნეს. მათი სიყვარულის ნაყოფი, ანასტასია, უკვე 9 წლის არის და ცნობილ მშობლებს არ ჩამოუვარდება. სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ზაზას და ქეთის ქალიშვილის, პატარა ნიაკოს როლს ასრულებს. მისი დედ-მამა კი უკვე დიდიხანია ერთად აღარ არიან და თავ-თავისი ცხოვრება აქვთ.
ნათია წიწილაშვილმა ახალი სიყვარული იპოვა და მასთან ბედნიერია. ისინი საერთო შვილსაც ელოდებიან.
– ოჯახი სიყვარულით შექმენით, თუმცა მან დროს ვერ გაუძლო. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?
– ჩვენ პატარები შევუღლდით, ამ დროს ყველაფერი ფერადი გეჩვენება, თან ისე ვიყავით სერიალით მოცულები, გვეგონა, ცხოვრებაც ისეთივე იოლი იყო, როგორიც სერიალში. ფინანსური დამოუკიდებლობაც გვქონდა. შემდეგ სერიალმა ამოწურა თავისი თავი და გაჩერდა, ორივე უმუშევრები დავრჩით. საფუძვლიანად ერთად ცხოვრების შემდეგ გავიცანით ერთმანეთი.
ოჯახი ბევრ რამეს მოითხოვს – დათმობას, გამძლეობას… ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, შესაბამისი არც სიბრძნე გვქონდა, არც გამოცდილება. ეტყობა, არც ისე მძაფრი და მწიფე იყო ჩვენი გრძნობები, 4 წლის შემდეგ დავცილდით. მიხარია, რომ შევინარჩუნეთ მეგობრული ურთიერთობა.
– ოჯახი შექმენით, ამაზეც მომიყევით.
– ჩვენი ურთიერთობა, ასე ვთქვათ, საკურორტო რომანით დაიწყო. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა, შემდეგ ურთიერთობა გავაგრძელეთ და 5 წელი გავიდა, სანამ შევუღლდებოდით. მიშა ლეჟავა არქიტექტორია. ეს არის ნამდვილად დროში გამოცდილი, გააზრებული ნაბიჯი. ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, გვიყვარს და ვენდობით.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

