ბათუმში, 26 მაისის და აბაშიძის კვეთაზე მდებარე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა. ,,მთავარის” ინფორმაციით, იქვე მდგარ ავტომობილში მოყოლილია 2 წლის ბავშვი და ამ მომენტში მისი ამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. ჟურნალისტის თქმით, ბავშვი ცოცხალია, მაგრამ მას ფეხზე აქვს ტრავმა.
გვერდით სადარბაზოებიდან მაშველებს სამაშველო კიბეებით ხალხი აივნებიდან ჩამოჰყავთ. მიმდინარეობს მოსახლოების ევაკუაცია.

