მიხეილ სააკაშვილის მამა: ,,ვაჟკაცია და ბოლომდე ვაჟკაცად დარჩეს”

მიხეილ სააკაშვილის მამა: ,,ვაჟკაცია და ბოლომდე ვაჟკაცად დარჩეს"CNews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს:

– მამის რეაქცია როგორი იქნება? – სიხარული, სიხარული, რასაკვირველია, შვილი შენი ცის ქვეშ ჩამოვიდა, თავის საკუთარ სამშობლოში… შეიძლება, შეცდომები ჰქონდა და შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, უშეცდომო კაცი არაკაცად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ეს არის კაცი, რომელსაც შეუძლია დიდი დახმარება გაუწიოს ქვეყანას.

– ახალ რძალზე რას იტყვით?

– ჩემი შვილის პირადულ საკითხებში არ ჩავრეულვარ და არც ჩავერევი.

– კარგი… ბოლოს, რას ეტყვით შვილს?

– ვაჟკაცურად უნდა იყოს, ვაჟკაცია და ბოლომდე ვაჟკაცად დარჩეს!

CNews, ავტორი ზუკა ნემსაძე