მამა კონსტანტინე: ,,ვიღაცამ დაწერა, ეს ბიჭი დაიღუპაო… არა, ასეთი ბიჭები არ იღუპებიან, უფალთან მიდიან მარადიულ ნეტარებაში”

მამა კონსტანტინე: ,,ვიღაცამ დაწერა, ეს ბიჭი დაიღუპაო... არა, ასეთი ბიჭები არ იღუპებიან, უფალთან მიდიან მარადიულ ნეტარებაში''მამა კონსტანტინე პაიჭაძე წერს ლუკა ალიბეგაშვილზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

,,ვიღაცამ დაწერა: ეს ბიჭი დაიღუპაო. არა, ასეთი ბიჭები არ იღუპებიან, უფალთან მიდიან მარადიულ ნეტარებაში და ჩვენ გვიადვილებენ ფიქრს იმიერ სამყაროზე. არა, არ დაიჯეროთ, ასეთი ბიჭები არ იღუპებიან, ისინი გზას გვიკვალავენ და გვინათებენ მარადისობაში. მოგვიხსენე წინაშე უფლისა, ღირსო ნეტარებისა და სამარადისოდ ხსენებულო, ძმაო ლუკა”.

ლუკა ორ წელზე მეტია მეილოიდურ ლეიკემიას ებრძოდა. ბევრი რთული პროცედურა გადაიტანა, მაგრამ ბოლოხანს დაავადებასთან თანმხლებმა პრობლემებმა იჩინა თავი.