,,სარკე”, ნანა კობახიძე
,,მთის რაინდი, კლდის ვეფხვი” – ასე უწოდეს მიხეილ ხერგიანს, რომელიც კაცობის ეტალონად მიაჩნდათ არა მხოლოდ თავის ქვეყანაში. მისი მოქნილობით აღტაცებულმა ინგლისის დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ, ის კლდის ვეფხვს შეადარა.მთაში სამაშველო სამუშაოებისას უამრავი ადამიანი გადაარჩინა.
ტრაგიკულად დაიღუპა 1969 წლის 4 ივლისს, 37 წლის ასაკში. იტალიის დოლომიტებში მწვერვალ სუ-ალტოს დალაშქვრის დროს ქვათაცვენაში მოყვა.,,სარკეს” ალპინისტის ძმისშვილი, მიშა ხერგიანი ესაუბრა.
–იმ საბედისწერო დღეს რატომ აირჩია ცალფა თოკი და არა – ორმაგი, რატომ გარისკა?
–სუ-ალტომდე გავლილი ჰქონდა უფრო რთული მწვერვალები იტალიის დოლომიტებში.სუ-ალტოზე იშვიათად დადიან ალპინისტები, მაგრამ მიშა არ მიიჩნევდა ურთულესად.
–გაჩნდა ეჭვი, რომ მოუწყვეს.
–მიშას ოჯახის წევრებმა კარგად იცოდნენ, რომ მთაში ყოველთვის შეიძლება დაგძლიოს სიკვდილმა, თუმცა გადმოსვენებისას ოჯახმა მოინდომა, გაეხსნა თუთიის სასახლე, რომ დარწმუნებულიყვნენ,მიშა იყო თუ არა ჩასვენებული.
სუ-ალტოზე მიშა მიდიოდა წინ,ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი. მოუწია ტრავერსირება ხელმარცხნივ, თვალს მიეფარა, მეწყვილე ვეღარ ხედავდა.მიშას თუ გაუჭირდებოდა, წამოიწყებდა სვანურ “ლილეოს” ან ქართულად იტყოდა: “დაიჭირე”, “მოემზადე!”. ამით მეწყვილეს მზადყოფნისთვის მოუწოდებდა.
მეწყვილე, ვიაჩესლავ ონიშენკოს არ გაუგია არანაირი ნიშანი, მხოლოდ ქვათაცვენის ხმა მოესმა.იხსენებდა,მიშა ისე მიფრინავდა, როგორც ვეფხვი – ხელებგაშლილი, თითქოს უნდოდა, შეემსუბუქებინა თავზე დარტყმის ძალა, მაგრამ ქვათა ცვენამ შანსი არ დაუტოვაო.
ის დაკრძალვაზე ყოფილა ჩამოსული. თავის ქვეყანაში უთქვამთ,ნუ წახვალ, მთაში არ გაგასამართლონო.უპასუხია, რომ არ წავიდე,შეიძლება ჩემს ბრალეულობაზე მართლა იფიქრონო. მასში ეჭვი ჩვენს ოჯახში არავის შეუტანია.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

