გოგიტა და ჯაბა მურცხვალაძეების მამაშვილობაზე წიგნი დაიწერება. მათ უამრავი რამ გადაიტანეს. ოჯახის თქმით, ჯაბა სამშობიაროში შეხვევისას ხელიდან გაუვარდათ და მას შემდეგ ავადაა. მისი დიაგნოზი კი ჰიდროცეფალიაა. როგორც მამა ამბობს, პირველ და მესამე ოპერაციაზე და მკურნალობის დროსაც შეცდომებიც იქნა დაშვებული, რამაც ბავშვის მდგომარეობა დაამძიმა. ჯაბა უკვე 29 წლისაა.
გოგიტა მურცხვალაძე:
-ზაფხულ რომ მოდის, ყველას უხარია, მაგრამ მისთვის ეს რთული პერიოდია. შემოდოამაზე ამინდის ხშირი ცვლალებადობაც უარყოფითად მოქმედებს… მეექვსე ოპერაციისთვისაა მოსამზადებელი. თავში კისტა აქვს და კლინიკურ ჩარევას საჭიროებს, მაგრამ უსახსროდ ვერ ვახერხებთ. გერმანიის კლინიკა საუკთესოა ამისთვის, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს.
მეხუთე ოპარაცია ბათუმში გაკეთდა. ექიმმა მაშინ ურთულესი რამ თავის თავზე აიღო, ხელიც მოგვაწერინეს, რომ შესაძლო იყო, ოპერაცია ფატალურად დამთავრებულიყო. მადლობა ღმერთს, ჯაბა გადარჩა… მას შემდეგ თავში ჩანერგილი აქვს ხელოვნური შუნტი იმისთვის, რომ ორგანიზმს ხერხემლიდან სითხის ცირკულირება არ შეუწყდეს. ფილტრი კი კისერთან აქვს დაყენებული და ასე ხდება სითხის მიწოდება…
წლებია, დავდივართ ეკლესია-მონასტრების მოსალოცად. წელს დასავლეთ საქართველოში ბევრი ეკლესია-მონასტერი შემოვიარეთ. შვილს ლოცვის მადლითაც ვაძლიერებთ. ბევრისთვის შეიძლება დაუჯერებელიც იყოს, მაგრამ ამ მოლოცვების შემდეგ ბევრი რამ ისწავლა. რაღაც უნარებიც გამოუმუშავდა…
შემდგომი ოპერაციისთვის თანხების მოძიება არ არის ადვილი. მხოლოდ ღმერთის, კეთილი ადამიანების და მათი კეთილი ნების იმედად ვართ, რომლებსაც ყოველი ეკლესია-მონასტერში ვიზიტისას ლოცვას და სანთელს ნამდვილად არ ვაკლებთ.
საქველმოქმედო ფონდი ,,ხომლი” ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლლად.
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607
თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

