,,სიმსუქნეა? ქოლესტერინია? ჩიყვია? დიაბეტია? პრობლემების მთავარი მიზეზი პანკრეასი და ღვიძლია”

,,სიმსუქნეა? ქოლესტერინია? ჩიყვია? დიაბეტია? პრობლემების მთავარი მიზეზი პანკრეასი და ღვიძლია",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ექიმი მარინა ტოტოჩავა, რომელიც ორგანიზმს ერთ სისტემად განიხილავს და მკურნალობის არაორდინალური მეთოდებით გამოირჩევა, ამჯერად გვიყვება, რა აყენებს ტვინის სისხლძარღვებს ყველაზე მეტ ზიანს და როგორ უნდა დავიცვათ თავი ინსულტისგან.

– ტვინის სისხლძარღვებს ყველაზე მეტ ზიანს აყენებს პანკრეასში, ღვიძლსა და სანაღვლეში მიმდინარე ლატენტური პროცესები. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პროცესები ლატენტური სულ არ არის და ბევრი სიმპტომით გამოიხატება, მაგრამ ჩვენს მედიცინაში ეს ჯერ მყარად მანიფესტირებული არ არის პრეზენტირების ასპექტში. ბევრი ადამიანი მანამ დაზიანდება, სანამ ამას მედიცინა ჩვენში ღიად გამოკვეთს.

ავიღოთ პანკრეასის ქრონიკული, ლატენტური უკმარისობა. მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ ბავშვს, რომელსაც ყბაყურა აქვს გადატანილი, მთელი სიცოცხლე ტანჯავს პანკრეასის ქრონიკული, ლატენტური უკმარისობა. ყველა ალერგიულ ადამიანს, მათ შორის – ბავშვებს, პანკრეასის ქრონიკული, ლატენტური უკმარისობა აქვს.

რატომ არ რჩება ასთმა? იმიტომ, რომ თავდაპირველი მიზეზების მკურნალობა არ ხდება, ასევე არ ხდება მათ ლატენტურად დაზიანებულ პანკრეასზე აქცენტირება, მექანიზმები არ იშიფრება. ასთმური შეტევის დროს მშობელი ბავშვს ამაყად ასხურებს პროფესორის მიერ დანიშნულ ძვირადღირებულ ინჰალატორს და ჰგონია, რომ ამით მკურნალობს და ეხმარება. ასთმის შეტევა იმის მანიფესტირებაა, რომ ტვინი ადამიანს სთხოვს, განარიდოს ის ზედმეტი შხამები, რომლებიც ღვიძლსა და პანკრეასს უზიანებენ და ორგანიზმს ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს უშლიან. ეს შხამები მას პანკრეასს და ღვიძლს ყოველდღე უზიანებს. ამ დროს კი ბავშვი ახალი შხამიანი ანტიგენებით იმუხტება.

ქოლესტერინი გაქვს? შენ გაქვს დაზიანებული პანკრეასი, ღვიძლი და სანაღვლე გზები. სხვა მექანიზმი ლიპიდური ცვლის მოშლის არ არსებობს. მარტო ქოლესტერინის ე.წ. წამლებით ზეწოლა და საბაზისოდ ღვიძლის მკურნალობის კლასიკური სქემების არჩატარება უშედეგობას ნიშნავს. ღვიძლი არასდროს ყვირის, სანამ უკანასკნელი ჰეპატოციტები მწყობრიდან არ გამოვა.

ადამიანები, რომლებსაც პანკრეასის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების პრობლემები აქვთ, 120 ან 130, ან 140 წნევაზეც კი შეუძლოდ გრძნობენ თავს და თავის შემაწუხებელი ტკივილი აქვთ. ადამიანს, რომელსაც ღვიძლი და სანაღვლე გზები მეტად მდგრადი აქვს, შეიძლება 180 ჰქონდეს წნევა და მაინც არ სტკიოდეს თავი. მე არ მინახავს პრაქტიკაში ინსულტიანი ადამიანი, ფონად სანაღვლე გზები და ღვიძლი რომ არ ჰქონოდა დაზიანებული.

ღვიძლის და სანაღვლე გზების ლატენტური პრობლემები ანადგურებენ თავის ტვინის სისხლძარღვებს და საბოლოოდ ინსულტისკენ მიერეკებიან. ექოსკოპიაზე ამ დროს ხშირად ეუბნებიან, არაფერი გაქვსო. ამის შეფასება კი გონივრულად უნდა მოხდეს, ბევრი რამის გათვალისწინებით. თუ თქვენს თუნდაც ცოტაზე აწეულ წნევას არაფერი სწევს დაბლა, გარდა “კლოფელინისა”, მაშინ თქვენ პანკრეასში, სანაღვლე გზებსა და ღვიძლში დიდი პრობლემები გაქვთ. ეს შეიძლება ანალიზებში სულ არ იყოს გამოხატული, ამიტომ ჰქვია ლატენტური. მით უმეტეს, ჩვენთან სრული ფერმენტული კვლევები არ არის.

სანაღვლე გზებიდან პირდაპირი ინერვაციაა მოგრძო ტვინში, სადაც არის ღებინების, თავბრუხვევის და კიდევ უამრავი ცენტრები. სანაღვლე გზების და ღვიძლის წნევა იწვევს მყარ ქალასშიდა წნევას, რის გამოც გაძნელებულია წნევის კუპირება.

“კლოფელინს” – ამ საშიშ და მოსარიდებელ პრეპარატს – ადვილი ტროპიზმი გააჩნია მოგრძო ტვინში და ამიტომ იწვევს ქალასშიდა წნევის ადვილად კუპირებას. თუ თქვენ ადვილად გერევათ გული ან სენსიტიურად აღიქვამთ რაიმე სუნებს, გაწუხებთ პანკრეასი, ღვიძლი და სანაღვლე გზები. ამ დროს ყველაფერი პანკრეასიდან იწყება, მთელი მექანიზმი მასზეა დაყრდნობილი.

მოძებნეთ კარგი ექიმი. როცა ამ გამოვლინებების დროს გეტყვიან, არაფერი გჭირსო. ღვიძლისა და პანკრეასის დაზიანების ლატენტური ფორმის დროს სისხლძარღვები ინგრევა. ღვიძლი რომ ღიად გამოაცხადებს დაზიანებას, გულში უკვე შეუქცევადი პროცესებია.

ღვიძლის და პანკრეასის პრობლემიდან იწყება უამრავი დიდი პრობლემა. თუ ადრე 70 წლიდან იყო დაბერება, დღეს 30 წლიდან ადამიანი, რომელსაც ჰგონია რომ არაფერი აწუხებს და ასეც ეუბნებიან ხშირად, უკვე მისახედია. ის 30 წლიდან კვების და ცხოვრების სხვა რეჟიმზე უნდა გადაეწყოს. ღვიძლი და პანკრეასი ინვოლუციას, ადრე გადაბერებას იწყებენ ჩვენს უკონტროლო ქვეყანაში მორყეული ეკოლოგიის ზეწოლით. 20 წლის ჯანმრთელი ბიჭი 10 ხინკალს ადვილად შეჭამს, მაგრამ 40 წლის ადამიანის პანკრეასს ამისთვის ფერმენტები აღარ ჰყოფნის.

ნებისმიერი დაავადება ფერმენტული პრობლემით იწყება. ფერმენტების რღვევას მოჰყვება ჰორმონული დისბალანსები, მას კი მოჰყვება უჯრედში მინერალური და ვიტამინური ბალანსის რყევა. უჯრედი კარგავს მდგრადობას, რაც მისი სისტემის ლორწოვანი გარსების მორფოლოგიურ დისბალანსში გამოიხატება. შედეგად გააქტიურდება ენდოგენურად არსებული და ეგზოგენურად შეჭრილი მიკრობები, რომლებიც ამ ვითარებაში მავნე შედეგებს ადვილად აღწევენ.

ცოტა მომატებულ წნევაზე თავის ტკივილი არის პანკრეასის და ღვიძლის ლატენტურ ინტოქსიკაციაზე ტვინის საპასუხო რეაქცია. ტვინის სისხლძარღვები და საძილე არტერიები ამ დროს უკვე ძალიან დაზიანებულია და შველას ითხოვენ, თუმცა ტომოგრაფიაზე ეუბნებიან, არაფერი გჭირსო. ექიმები, რომლებიც ამ დროს თქვენი საძილე არტერიების საშიშროებას სწორად შეაფასებენ და გადრეკადებასა და გაჯანსაღებაზე იმუშავებენ, სწორედ ისინი არიან თქვენი სიცოცხლის გარანტიები.

ინსულტის და უეცარი სიკვდილის პროფილაქტიკა ამ ფონის დროს შელახული საძილე არტერიების გაჯანსაღებით იწყება. პირადად ჩემთვის ესაა მკურნალობის მთავარი გზა. გაიწმინდეთ ორგანიზმი, აღადგინეთ მოშლილი ფერმენტული ცვლები და დეფიციტები.

სიმსუქნეა? ქოლესტერინია? ჩიყვია? დიაბეტია? იცოდეთ, რეალური პრობლემების მთავარი მიზეზი პანკრეასი და ღვიძლია! ღვიძლი და სანაღვლე გზები არის მეტაბოლიზმის ოაზისური ცენტრი და მაგისტრალი. ჩიყვი და დიაბეტი შეიძლება 5 თაობას გადახტომოდა, ღვიძლი და პანკრეასი რომ არ დასუსტებულიყო.

ქოლესტერინის გამოჩენა ტვინის ოსტატობაა, რომ დაგანახოს, როგორ ინგრევა ღვიძლი და პანკრეასი. დაზიანებული ღვიძლის დროს ქოლესტერინი ლაგდება სისხლძარღვების კედლებზე და ისინი განწირულია ინფარქტისა და ინსულტის მისაღებად. ქოლესტერინის ე.წ. წამლები არ არის ამ დროს შველა. ინსულინისადმი რეზისტენტობა თუ არ მოიხსნება, სისხლძარღვის დრეკადობა არ აღდგება. ამისთვის კი მეტაბოლიზმი უნდა აღდგეს, ყველა რეაქციის გამოსწორებით და ღვიძლის სწორი მკურნალობით.