ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის შუადღის გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ნელი აგირბამ საკუთარ შეგრძნებებზე ისაუბრა:
„ადამიანს თვითგამორკვევის ძალიან რთული პერიოდი აქვს, როცა მისი სხეული და შინაგანი აღქმა თანხვედრაში ვერ მოდის. სანამ მიხვდები, ეს რა ფენომენია, ძალიან რთულ პროცესს გადიხარ.
მე ბავშვობაში ვიხატავდი ხოლმე წარბებს, წვერებს, ვაკვირდებოდი ჩემს თავს, ბიჭი რომ ვიყო, როგორი ვიქნები-მეთქი… როცა რთული მომენტი მიდგებოდა ხოლმე ცხოვრებაში, ვიღებებოდი და ვიცვამდი ბიჭივით და უფრო ძლიერად ვგრძნობდი თავს. ქალი სუსტი ვიყავი, სტერეოტიპების ქვეშ ვიყავი მოქცეული. მე დიდი ხნის განმავლობაში არაბინალური გენდერული იდენტობის მქონე ვიყავი, როცა ვთვლიდი, რომ არც ქალი ვარ და არც კაცი… ჯერ კიდევ ვცდილობ, შევისწავლო ჩემი გენდერული იდენტობამ”.

