,,მე ამას ვაძლევ ხმას და თქვენი არ ვიცი, უკარგესი მეუღლე ჰყავს, ვეტერინარი და ვერც ეს იქნება ცუდი და ბოროტი”, – დაწერა ცოტა ხნის წინ ცხოველების უფლედამცველმა ტასო ლოსაბერიძემ თბილისის მერობის კანდიდატ რიჩარდ ოგბუნუჯუზე.
ის ნიგერიელი ბიზნესმენია. ქრისტიანია. 20 წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს. მას და ხათუნა ოგბუნუჯუს სამი შვილი ჰყავთ. რიჩარდი ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება და საქართველოში კომპანიების მფლობელია.
-ბევრი დედმამიშვილი მყავდა, მაგრამ ყველა დავკარგე. მამაჩემი 106 წლის დაიღუპა. ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, მანქანა დაეჯახა. ბებიაჩემი 138 წლისა გარდაიცვალა.ისეთივე ტრადიციულები ვართ, როგორებიც ქართველები არიან. ჩვენთან უფროსების პატივისცემა მნიშვნელოვანია ისევე, როგორც თქვენთან. ასევე გვაქვს სტუმართმოყვარეობის ტრადიციაც.
საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე,თეოლოგიც ვარ.მშობლიურის გარდა ოთხ ენას ვფლობ: ინგლისურს, ქართულს, რუსულსა და ფრანგულს.
მომწონს სიტყვები ,,ძმაკაცობა”,,,დაქალობა”.სხვაგან ასეთი რამ არ არსებობს. შეიძლება, ყველა ენაშია სიტყვა ,,მეგობრობა”, მაგრამ თქვენთან ,,ძმაკაცი” ის ადამიანია, რომელიც ძმასავითაა და გვერდში დაგიდგება.წავიკითხე ,,ვეფხისტყაოსანიც”. ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ავთანდილსა და ტარიელს. ჩვენმა ხალხმაც ასეთივე მეგობრობა იცის. ბევრი ქართველი ძმაკაცი და დაქალი მყავს…
ვიცნობ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ფიგურას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილის გაცნობაც მინდა, მაგრამ ვერ მოვახერხე…
თუ მეკითხებიან, ვინ ვარ, ვპასუხობ, რომ ,,თბილისელი შავი ვარ!” როცა დამიძახებენ:,,ბიჭო, შენ რა შავი ხარ”, მაშინ ვამბობ,კახელი შავი ვარ-მეთქი _ კახელები ხომ შავგვრემანები არიან. უკრაინაში პოლიციამ გამაჩერა.ფორმაზე ქართული სახელი ეწერა და ქართულად მივესალმე. შოკში ჩავარდა…
როცა ჩამოვედი,ბავშვები მიყვიროდნენ,ხელები საპნით გაქვს დასაბანიო…ადამიანებს კანის ფერით კი არა, ადამიანობით ვაფასებ! – უყვებოდ რამდენიმე წლის წინ ,,გზას” რიჩარდი.

