თემურ ჩხეიძე: ,,ეკა მერვე წელში იყო, როცა მე და დედამისი გავშორდით, არ მეგონა, ჩემს ცხოვრებაში ეს თუ მოხდებოდა”

თემურ ჩხეიძე: ,,ეკა მერვე წელში იყო, როცა მე და დედამისი გავშორდით, არ მეგონა, ჩემს ცხოვრებაში ეს თუ მოხდებოდა'',,სარკე”

რეჟისორი თემურ ჩხეიძე ,,სარკესთან” შვილებზე, თავის ცხოვრებაზე საუბრობს:

-ძირითადად დედებს ჰქონდათ მინდობილი შვილების გაზრდა, მაგრამ მამაც სჭირდებოდათ და მე სულ მათ გვერდით ვიყავი. ისე გამოვიდა, რომ ჩემს შვილებს ყოველთვის დედები აძლევდნენ შენიშვნებს. მათ არ ვატუტუცებდი, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მივცემდი შენიშვნას, ისიც ძალიან მშვიდად. გოგოები მამის სისუსტეები არიან, ამიტომ უფრო დედებს ჰყავდათ მიბარებული.

– უფროსი შვილი, ეკა, თქვენს გზას გაჰყვა, ერთ თეატრში მუშაობთ. ამბობს ხოლმე, მამას არ სურს, ერთი გვარი აფიშაზე ორჯერ ფიგურირებდესო. მხოლოდ ამიტომ არ აკავებთ თქვენს სპექტაკლებში?

– მე ეკას არ ვჩაგრავ. მიმაჩნია, რომ შვილების მიმართ ობიექტურობის გრძნობა დაკარგული გვაქვს, ამიტომ ძალიან დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ თუ როლს ეკას მივცემ, ე.ი. მხოლოდ მას შეუძლია ამის შესრულება და არავის სხვას. თუ არის კიდევ ვიღაც, ვინც მასზე ნაკლებად ითამაშებს, შეიძლება იმას უფრო მივცე, ვიდრე ჩემს შვილს.

– რომელ ქალიშვილში უფრო ხედავთ საკუთარ თავს?

– ნაწილ-ნაწილ – ყველაში. სამივე მგავს..

– როცა თქვენს ცხოვრებაში დადგა განქორწინების აუცილებლობა, შვილების ფაქტორმა რა როლი ითამაშა?

– მაშინ ყველაზე მეტი სწორედ შვილებზე, ეკასა და თეონაზე ვიფიქრე. განქორწინება ძალიან ძნელი და რთული პროცესია, მაგრამ ალბათ ჩავთვალე, რომ ეს გამოსავალი იყო. ეკასთვის უფრო რთულად გადასატანი იყო, ვიდრე ჩემთვის ჩემი მშობლების გაშორება, რადგან ის უკვე მერვე წელში იყო. არ მეგონა, თუ ოდესმე ჩემს ცხოვრებაში ეს მოხდებოდა, მაგრამ მოხდა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”