,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
ტელეჟურნალისტმა სოფო ბერიძემ ამ პროფესიაზე ოცნება ბავშვობაში დაიწყო. ამბობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. დღეს ტელეკომპანია ..იმედში” პოლიტიკურ თემებზე მუშაობს.
– სქესი არ აქვთ ჟურნალისტებსო… გიგრძვნიათ ეს საკუთარ თავზე?
-ღამისთევასაც უძლებ და ისეთ გარემოში მუშაობასაც, რომ გგონია, ვერაფრით შეძლებდი. ომის პერიოდში სააგენტოში ვმუშაობდი, ძალიან რთული დღეები იყო. ჟურნალისტებს ხშირად აგრესიულ ადამიანებთანაც გვიწევს ურთიერთობა და ვალდებულები ვართ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც თმენის ვალდებულება ავიწყდებთ…
როცა დიდი ხანია, ამ პროფესიაში ხარ, შეგიძლია მარტივად გააკეთო პროგნოზი, რა შეიძლება მოხდეს და რა ნაბიჯი შეიძლება გადადგან ქართველმა პოლიტიკოსებმა.არ გვაქვს იმის კომფორტი,ახალ-ახალი პოლიტიკოსები გვყავდეს. იმდენი ძველი სახეა, ვარაუდიც ადვილია, რას იტყვიან დღეს და ხვალ რა შეიძლება მოხდეს.
-გყავთ შეყვარებული?
– არ მინდა ჩემს პირადზე საუბარი. მთავარია, საკუთარ თავთან იყო ჰარმონიაში. შენს თავთან ჰარმონიაში თუ ხარ, მაშინ ყველაფერი კარგად არის. ამ ჰარმონიას ყველა სხვადასხვა გზით ვაღწევთ. მე ახლა ძალიან კარგად ვარ.
– საერთოდ, როგორი მამაკაცები მოგწონთ?
-მთავარია, მისი მჯეროდეს. საფუძველი უნდა მქონდეს, რომ მისი მჯეროდეს.
– ბუნებით როგორი ხართ – მხიარული, სევდიანი?..
-არის დღეები, როცა ძალიან რთული ხასიათის გოგო ვარ და არის დღეები, როცა ამბობენ, რომ მხიარული და ადვილი საურთიერთობო ვარ. არ მინდა, ჩემზე ფიქრობდნენ, რომ რთული ხასიათი მაქვს. ვცდილობ, კარგ განწყობაზე ვიყო.
ემოციური ვარ და ეს ზოგჯერ ცხოვრებასაც მირთულებს.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

