სელმა ჰაიეკი: ,,54 წლის ვარ და არ მჭირდება ბოტოქსი, მიყვარს გემრიელად ჭამა”

სელმა ჰაიეკი: ,,54 წლის ვარ და არ მჭირდება ბოტოქსი, მიყვარს გემრიელად ჭამა",,სარკე”, თათია ბოჭორიძე

მექსიკელი კინომსახიობი და პროდიუსერი, სელმა ჰაიეკი, უკვე 30 წელზე მეტია კინოინდუსტრიაშია. მის ანგარიშზე 40 ფილმზე მეტია, რომელთა შორის ბევრი ჰიტად იქცა. სელმა განსხვავებულ ამპლუაში წარდგა თაყვანისმცემლების წინაშე – ის ჟურნალ “ფიფლის” სრუმარი იყო თავის საყვარელ არსებასთან ერთად. გაგიკვირდებათ და, ეს არსება, არც მეტი, არც ნაკლები, ბუ, სახელად კერინგი, გახლავთ.

– განცხადება წავიკითხე, რომ ბუ იყიდებოდა, ჰოდა, ვიყიდე და ჩემს ქმარს ვაჩუქე. მისი კომპანიის, ,,კერინგ”-ის, სიმბოლო ხომ ბუა. ანრის საჩუქარი ესიამოვნა, მაგრამ ცოტა გაკვირვებულიც დარჩა. გაიცინა და მითხრა, მგონი, მე კი არა, საკუთარ თავს გაუკეთე საჩუქარიო, და კიდევ, ამის მოვლის თავი მე არ მაქვს და შენ იზრუნებ მასზეო. ასე რომ, მან საჩუქარი მიიღო, მე – დიდთვალება მეგობარი, – ამბობს სელმა.

54 წლის მსახიობის შემყურე ფანებს მხოლოდ ერთი რამ აქვთ სათქმელი: სელმამ ახალგაზრდობის საიდუმლო ელექსირს მიაგნო.

-ჩემს ასაკთან შედარებით ძალიან კარგად გამოვიყურები და ეს მხოლოდ და მხოლოდ იოგას დამსახურებაა. მინდა, გითხრათ, რომ აქამდე ვარჯიშით თავს არ ვიტანჯავდი, უფრო მეტიც, მიყვარს გემრიელად ჭამა და კარგი ღვინის დალევა. სხეულის ფორმებისთვის ეს ძალიან ცუდია, მაგრამ განწყობის ასამაღლებლად – ბრწყინვალე. 54 წლის ვარ და არ მჭირდება ბოტოქსი და იცით, რატომ? იმიტომ, რომ კარგად ვიკვებები და ვიღებ ყველა საჭირო კალორიას. ჩემს ქმარს მოსწონს, როდესაც ბუნებრივად გამოვიყურები, – აღიარა სელმამ.