ქართლოს ნატროშვილი: ,,მიშა არ მენატრება, რადგან სულ ჩემთან არის”

ქართლოს ნატროშვილი: ,,მიშა არ მენატრება, რადგან სულ ჩემთან არის'',,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,კომედი შოუს” მსახიობი, ქართლოს ნატროშვილი უკვე წლებია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პაროდიას აკეთებს. ეს მისი ამპლუაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს თავად ქართლოსის ცხოვრებაზე. ..სარკესთან” არ დაუმალავს, სიამაყითაც კი განგვიცხადა, რომ სააკაშვილის ერთგულია პროფესიულადაც და პოლიტიკურადაც.

ქართლოს ნატროშვილი:მიშა რომ პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო, იქიდან ამოვიჩემე. მაშინ არ ვიცოდი, რომ პრეზიდენტი გახდებოდა.

პრეზიდენტობის დროს ლექციებს რომ ატარებდამ ყველა ნანახი მაქვს.იმ წლებში ლექციები რომ გაგეცდინა და მიშას ერთწუთიანი გამოსვლა მოგესმინა, უფრო ბევრ რამეს ისწავლიდი.

– ანუ მხოლოდ პაროდიას კი არ აკეთებთ, მისი ფანიც ხართ.

– დიახ, თორემ არანაირ დროს არ დავუთმობ ადამიანს, რომლის მიმართაც სიმპათიები არ გამაჩნია…

პატრული როცა მაჩერებს, მაშინვე მეძლევა ის სითამამე, რასაც მიშა გააკეთებდა იმ მომენტში.გადავდივარ მანქანიდან და მივდივარ პატრულთან. როდესაც ბიძინას ეპოქაში პატრულთან მიშა მიგყავს, ამაზე დიდი სიამოვნება არაფერია.

თითქმის ყველა რეგიონის პატრულის ნომერი მიწერია და, როცა ჩავდივარ დასავლეთში, კახეთში თუ სხვაგან, ვურეკავ. მაგალითად, ვურეკავ ხაშურის პატრულს და მიშას ინტონაციით ვეუბნები, ხაშურს გამოვივლი რამდენიმე წუთში-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი მხვდება ხაშურის ცენტრში. ეს რა გრძნობაა, ვერასოდეს მიხვდება ვერც გომელაური, ვერც ბიძინა და ვერც ვერავინ. ამ სიამოვნებას არასოდეს ვუშვებ ხელიდან.

– მიხეილ სააკაშვილს უკრაინაშიც ჩააკითხეთ რამდენჯერმეყ როგორია თქვენი ურთიერთობა?

– მიშა არ მენატრება, რადგან სულ ჩემთან არის. სამ წელიწადში ერთხელ ვნახულობ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”