ნათია გოგოჭური: ,,ზაზა ძალიან ეჭვიანი იყო”

ნათია გოგოჭური: ,,ზაზა ძალიან ეჭვიანი იყო",,სარკე”, ია ქუთათელაძე

მსახიობისა და რეჟისორის, ზაზა კოლელიშვილის მეუღლე, მსახიობი და სცენარისტი, ნათია გოგოჭური თავის ცხოვრებაზე, ოჯახსა და შემოქმედებაზე ,,სარკეს” უამბობს.

– ქმარი და ოთხი შვილი, არანაირი ძიძა და დამხმარე – როგორ მოახერხეთ ასეთი დიდი ოჯახის გაძღოლა? 

– ჩვეულებრივი ვარ. უბრალოდ, ვცდილობ, სითბო არ მოვაკლო ჩემს ოჯახს, ხშირად ვუთხრა, რომ მიყვარს ისინი, რომ ფასეულები ვართ ერთმანეთისთვის.

–თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ გყავთ ხუთი შვილი.

–ასეა. მეხუთე ანუ პირველი შვილი ზაზას ქალიშვილი ნინოა პირველი ქორწინებიდან.არასდროს გამირჩევია შვილებისგან, დიდი მეგობრები ვართ, ძალიან ჩემიანია და ვიცი, რამე რომ გამიჭირდეს, პირველი ის გაჩნდება ჩემ გვერდით.

–ეჭვიანობა თუ იყო თქვენ შორის?

–არასდროს ვყოფილვარ ეჭვიანი. ზაზა ძალიან ეჭვიანი იყო, მაგრამ 24 საათიანი რეჟიმით მის გვერდით ვიყავი და საკუთარ თავზე ხომ არ იეჭვიანებდა.

–ალბათ ბევრი სახალისო ეპიზოდიც გაქვთ გასახსენებელი.

– ბათუმში პატარა სასტუმროში ვისვენებდით. ზაზა ნასვამი მოვიდა და წამოწვა, ცოტა ხანში კარზე კაკუნი გაისმა, გავაღე, შავებში ჩაცმული მოხრილი ტიპი დგას და მეუბნება, მურტალოს დაბლა ელოდებიანო. ზაზა გავიდა. ფოიეში ათამდე შავად შემოსილი ადამიანი დაგვხვდა.დიდებული სუფრა იყო გაწყობილი. ძმაო მურტალო,მეგობარი გამოვიდა კოლონიიდან,საბაზრო გვაქვს და შენი აზრი გვაინტერესებსო. ზაზამაც შეიფერა _ კი,ძმაო,რა ხდებაო.

მივხვდი, უნდა ჩავრეულიყავი. ვამბობ, კი მაგრამ, ზაზა ქურდი არ არის, ის მსახიობია,ისე კარგად ითამაშა, რომ დაიჯერეთ მისი ქურდობა-მეთქი. უცებ თითქოს გამოფხიზლდნენ,თქვეს,აუ, ძმა, შეგვეშალა, დავაი, წავედითო. წავიდნენ და გაშლილი სუფრა დაგვიტოვეს.

ინერევიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”