,,გოგიზე ჭორადაც არ მოსულა ,,სხვა ამბავი” ჩემს ყურამდე” – ნათელა ურუშაძის და გოგი გეგეჭკორის ოჯახური იდილიის საიდუმლო

,,გოგიზე ჭორადაც არ მოსულა ,,სხვა ამბავი" ჩემს ყურამდე'' - ნათელა ურუშაძის და გოგი გეგეჭკორის ოჯახური იდილიის საიდუმლონათელა ურუშაძე თავის მოგონებებში ქმარზე, მსახიობ გოგი გოგეჭკორზე წერს:

,,რბილი ხასიათის, ბუზღუნა, მაგრამ უხმაურო. ჩემი ბუზღუნა ძალიან მოწესრიგებული და სხვისგანაც ამის მომთხოვნია (თუმცა საკუთარ სათვალეს განუწყვეტლივ ეძებს). იშვიათი მეოჯახეა, ცარიელი ხელით შინ მოსვლა არ უყვარს. აქვს კარგი იუმორი, რომელსაც უფრო ხშირად თავდაცვისთვის იშველიებს. ხშირად მეკითხებიან – რაშია გოგის ასეთი ხანგრძლივი ახალგაზრდობის საიდუმლოო.

არ გვაქვს აგარაკი, რომლის ასაშენებლად არც ფინანსური და არც ფიზიკური შესაძლებლობები არ გვქონია. მაშასადამე, ოჯახის მამა თავისუფალია უძრავ ქონებაზე მუდმივი საზრუნავისგან. არ გვყავს საკუთარი მანქანა, მაშასადამე, საჭესთან არ ზის, ფეხით მოსიარულეა. მოსიყვარულეა ძალიან, ბევრი ადამიანი უყვარს. მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული წამყვანია ჩვენს ოჯახში. ეს უღელი გვადგას…

ცნობილია, რომ მსახიობები დიდხანს ვერ ინარჩუნებენ ოჯახს. ეს წმინდა ფსიქოლოგიური ამბავია. ჩვენ კი ეს შევძელით… მე და გოგი ძალიან ვუგებდით ერთმანეთს. მართალია, ხშირად უწევდა გასტროლებზე წასვლა, მაგრამ ჭორადაც კი არ მოსულა ,,სხვა ამბავი” ჩემს ყურამდე. არ ვიცი, ფლირტი ჰქონდა თუ არა ვინმესთან, მაგრამ თუ ამას ისე აკეთებდა, რომ მე ვერ ვიგებდი, მაშინ ბარაქალა მის კაცობას”.