,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე რამდენიმე თვის წინ ,,სარკესთან” აცხადებდა, რომ შესაძლებელი იყო, ისრაელში მუტირებულ ვირუსს ეფეთქა.
გიორგი ფხაკაძე: დიახ, შეიძლება იფეთქოს.ყველაფერი გახსნეს, პირბადე მოიხსნეს… ეს ვირუსი ვერაგია. როგორც კი კონტროლს მოხსნი, დამთავრდა!
ჩინელებმა ჩაკეტვით შეაჩერეს ვირუსი და აპლიკაციით. ყველა მოქალაქეს აქვს აპლიკაცია ჩატვირთული. ვთქვათ, თუ თქვენ საბურთალოზე ხართ და ერთი ინფიცირებული აღმოჩნდება, იქ ყველაფერი იკეტება 60 დღით და ყველა, ვინც გაიარა საბურთალოზე, სახლში უნდა დაჯდეს. ქუჩაში ვერ გახვალ, რადგან გაწითლდები და დაგაჯარიმებენ. მაღაზიაშიც ვერ შეხვალ. დიქტატურაა ჩინეთში და ამას იყენებს, რაც ყველაზე ეფექტური გამოდგა. ისრაელს ახლა რომ მოკლევადიანი შედეგი აქვთ, ეს არაფერს ნიშნავს.
-ჟურნალისტი მაია ქვარცხავა, რომელიც ,,ამერიკის ხმაში” მუშაობს, თქვენზე წერს, რომ არ ხართ უფლებამოსილი, გაერო-ს სახელით კოვიდზე ისაუბროთ, რადგან გაერო-ს შტატიანი თანამშრომელი კი არა, მხოლოდ მოხალისე ხართ.
–5 წლის წინ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების წევრად დამასახელა. სულ 10 ადამიანი ვართ და მათ შორის არიან ოქსფორდის, ჰარვარდის პროფესორები, ერთ-ერთი გიორგი ფხაკაძეა. 5 წელია გაერო-ს გენერალურ მდივანს ვაწვდი ინფორმაციას.
დაგუგლოს და ნახოს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა თავის მთავარ ვებგვერდზე რომ დაწერა გიორგი ფხაკაძე დანარჩენ 9 სხვა ადამიანთან ერთად.
რატომ დადის გიორგი ფხაკაძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყოველ წელიწადს, ხომ არ იცით? მე არ ვარ გაერო-ს ოფიციალური თანამშრომელი, მაგრამ ჩემი თანამდებობა გაერო-ს თანამშრომელზე უფრო მაღალია! გაერო-ს გენერალური მდივნის ზემოთ არის სამეთვალყურეო, დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭო. ვერც წარმოუდგენიათ, რომ ქართველი იყოს ასეთ მაღალ თანამდებობაზე.
ანგარიშს მე მაბარებდა მსოფლიო ბანკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, გლობალური ფონდი და ა.შ. გაერო-ს გენერალურ მდივანს დამოუკიდებელ ანგარიშს ვაწვდიდი, როგორი უნდა ყოფილიყო მსოფლიო ჯანდაცვა 2030 წლამდე.
მე რომ ებრაელი ან სომეხი ვიყო, ძეგლს დამიდგამდნენ ქალაქის ცენტრში და ქუჩაც იქნებოდა ჩემი სახელობის. ქართველებს რა გვჭირს?! ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქუთაისელმა ბიჭმა, რომელსაც არავინ ჰყავდა ზემოთ, თავისი ცოდნით მიაღწია ყველაფერს.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”
