,,სარკე”, ნელი ვარდიაშვილი
უფოლოგი ერეკლე შონია ამბობს, რომ უცხოპლანეტელები მუდმივად აკვირდებიან ადამიანთა ქმედებებს. როცა უხეშად ვერევით ბუნების კანონებში, ,,დედამიწის მცველებისგან” ვიღებთ გაფრთხილებას, რაც ხანძრებითა და წყალდიდობებით გამოიხატება.
ერეკლე შონია:
-ჩვენთან მოდიან სხვადასხვა ძალისა და ინტერესების მქონდე უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები. მათგან ზოგი მცველია, ზოგი მასწავლებელი… არსებობენ უცხო ცივილიზაციები, რომელთაც უნდათ დედამიწაზე ცხოვრება და დამკვიდრება. ზოგიც წლების განმავლობაში თანამშრომლობს ჩვენთან – გვასწავლის,გამოსავალს გვთავაზობს…
მაღალცივილიზებული სამყაროები ცდილობენ, რომ ბუნება, ადამიანი დაიცვან თავად ადამიანისგან, რათა მან არ დაანგრიოს ის ,,დიდი სახლი”, რომელსაც დედამიწა ჰქვია. ეშინიათ ჯაჭვური რეაქციის, რომ ჩვენი სახლის ნგრევამ შეიძლება მათი სახლიც დაანგრიოს, ამიტომ ჩვენს გამოსაფხიზლებლად ზოგჯერ დასჯის მეთოდებსაც იყენებენ.
2017 წელს საქართველოსშიც იყო ხანძრებისა და წყალდიდობების კასკადი. ერთ-ერთ სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა,ბავშვი იწვა საწოლში.ყველაფერი დაიწვა, მაგრამ ბავშვის საწოლს ცეცხლი არ შეხებია.
2016 წელს, როცა კუმისის მოვლენებს ვიკვლევდით, პოლიციელმა, რომელსაც უკვე დასრულებული ჰქონდა მორიგეობა, მიიღო შეტყობინება, რომ 2 გაჩერებული ავტომანქანა მოულოდნელად აალდა და დაიწვა. ამის შემდეგ უცხო ცივილიზაციის ხომალდის დაჯდომის ადგილზე,სადაც აქტიური ზონაა, მივიყვანეთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია არამიწიერ გონთან ურთიერთობა. მან მიიღო ინფორმაცია, რომ დაიწყებოდა ხანძრები.
რამდენიმე თვეში ბორჯომიდან დაიწყო ხანძრების კასკადი.ის ადგილები,სადაც ცეცხლი ჩნდებოდა, იყო მიუდგომელი. რჩებოდა შთაბეჭდილება,ვიღაც დადიოდა და აჩენდა ხანძარს. ხანძრის წინ ბორჯომის ტეროტორიაზე დამსვენებლებმა შეამჩნიეს უცნაური არსებები, რომლებიც ადამიანებს არ ჰგავდნენ. ზოგი ამბობდა, რომ იყვნენ ორ მეტრზე მაღლები და უცნაური კომბინეზონები ეცვათ.

