,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილმა, ჯგუფ ,,ნონ სტოპის” სოლისტმა, 19 წლის სალომე ჩიტაძემ, არც ისე დიდი ხნის წინ ოჯახი შექმნა და დედობისთვის ემზადება. ტოქსიკოზის გამო სალომემ მუსიკალურ კარიერაში პაუზა აიღო და ახლა მთლიანად პირად ცხოვრებაზეა გადართული. მისი რჩეული ირაკლი ცაბაძეა.
რაც შეეხება სალომეს ცნობილ დედიკოს, მაკა მოუთმენლად ელოდება შვილიშვილის დაბადებას, თუმცა თავის ახალ სტატუსზე გარკვეული მოსაზრებები და მოთხოვნები აქვს. მათი ოჯახის ამ საინტერესო ცხოვრებისეული ეტაპის შესახებ სალომე ჩიტაძე ,,სარკესთან” საუბრობს.
– მაკამ როგორ მიიღო თქვენი სიყვარულის და გათხოვების ამბავი?
– დედაჩემი ერთადერთი მშობელია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ინტენსიურად არის ჩართული (სალომე მაკა ზამბახიძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. რედ.). არც კი მახსოვს, როგორ ვუთხარი ეს ამბავი. ის კი მახსოვს, რომ ყველა დეტალი კარგად გამომკითხა. შემდეგ გაიცნეს ერთმანეთი და დამშვიდდა.
– სასიძოს გაცნობის შემდეგ რა გითხრათ?
– რაც გულში ჩამრჩა, ის არის, რომ გაცნობის შემდეგ ირაკლის ცრემლიანი თვალებით უთხრა, ძალიან უნდა გააბედნიერო ჩემი შვილიო. ზოგადად, დედა ძალიან იშვიათად ტირის.
-როგორ ემზადებით დედობისთვის?
-გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ ძალიან პატარა ვარ დედობისთვის, მე კი ასე არ ვთვლი. მაკა ჩემზე პატარა იყო, 18 წლის, როდესაც დედა გახდა.
-მაკას როგორ ახარეთ, რომ მალე ბებია გახდება?
-არავინ უნდა ახსენოს მაკასთან სიტყვა “ბებია”. ყველას ეუბნება, ძალიან ახალგაზრდა ვარ და ბებიას ნუ მეძახითო. დარწმუნებული ვარ, აზრი შეეცვლება, როგორც კი ბავშვი დაიბადება.
ინტერვიუ სრულლად დაიბეჭდა ,,სარკეში”

