,,დავეჯახე და მერე უკვე მათრია მატარებელმა” – სალომე ფაცაციას დაუჯერებელი ამბავი

,,დავეჯახე და მერე უკვე მათრია მატარებელმა'' - სალომე ფაცაციას დაუჯერებელი ამბავი,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ალბათ ბევრს ახსოვს დაუჯერებელი ამბავი ქალის, რომელიც რამდენიმე თვის წინ მატარებელს დაეჯახა და გადარჩა.ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, სალომე ფაცაცია, მანქანას მართავდა, როცა გზის ერთ მონაკვეთზე მისკენ მიმავალი მატარებელი ვერ შენიშნა და შეეჯახა. სალომე გამოვლილ განსაცდელზე ,,სარკეს” უამბობს:

-პანდემიის დროს არ დადიოდნენ მატარებლები და შევეჩვიე პირდაპირ გადასვლას.გავითიშე ალბათ.დღეში რამდენჯერმე გადავდიოდი და, რადგან ვიცოდი, არ დადიოდნენ,აღარ მიმიქცევია ყურადღება.

დავეჯახე და მერე უკვე მათრია მატარებელმა. რომ მივხვდი, მიმათრევდა, მანქანის კარი გავაღე და გადმოვხტი. მაშინ დავიზიანე ბარძაყი და წვივი… მატარებელი ვერ შევნიშნე იმიტომ, რომ ყველაფერი უფლის ნებაა…მემანქანეს ბოდიში მოვუხადე. წესით, ვერ უნდა შევენიშნე, მან კი რამდენიმე წამში დაამუხრუჭა.

-საქველმოქმედო ფონდი გაქვთ. რამ გიბიძგათ მისი დაარსებისკენ?

-13 წელი შვილი არ მყავდა, ამიტომაც გადავწყვიტე, კეთილი საქმე მეკეთებინა. ყოველდღიურ რეჟიმში ვეხმარებოდი ხალხს. რესტორნებში რომ იმართებოდა ქორწილები, ქელეხები თუ დაბადების დღეები, მირეკავდნენ და საკვებს მაძლევდნენ, რომელსაც გაჭირვებულ ოჯახებს ვურიგებდი…

-შვილი როდის შეგეძინათ?

-2018 წელს შემეძინა გაბრიელი.ასევე მყავს სახლში პატარა გოგო, რომელიც 7 თვიდან ჩვენთან იზრდება.

-იშვილეთ?

-დედამისთან ერთად ჩემთან ცხოვრობს. ქმარს გაშორდა, წასასვლელი არსად ჰქონდა და მე შევიფარე. ვერო 4 წლის არის და ისიც ჩემი შვილია. ჩემთან რომ მოვიდა, 4 თვის ორსული ვიყავი.გაბრიელი და ვერო და-ძმასავით იზრდებიან…ის არის ჩვენი პირველი სიხარული ოჯახში და შემდეგ იყო გაბრიელი.ვერო, რომელიც დედა ღრუტუს მეძახის, დიდ განცდებში იყო. რეანიმაციაში დამალაპარაკეს, რომ დამშვიდებულიყო.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”