ზალიკო ბერგერი: ,,ჩემს გოგოს დედაჩემის სახელს დავარქმევ”

ზალიკო ბერგერი: ,,ჩემს გოგოს დედაჩემის სახელს დავარქმევ",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

დიზაინერი ზალიკო ბერგერი საჯარო მხიარული შოუების მიღმა ბევრ რამეს მალავს. ,,სარკესთან” ის გულახდილად საუბრობს.

– ბოლო დროს ხშირად აღნიშნავთ, რომ დროა, შვილზე იფიქროთ და ამბობენ, სუროგატ დედასაც ეძებთ შვილის გასაჩენად.

– სულ ვფიქრობ, რომ სუროგატმა გამიჩინოს გოგო, რომელსაც დედაჩემის სახელს, ბელას, დავარქმევ. მინდა, შვილი 50 წლამდე მოვასწრო, თუმცა ხანდახან ფიქრები შემიპყრობს, რომ შვილი რა აუცილებელია ამ ცხოვრებაში. ზოგიერთ მეგობარს რომ ვუყურებ, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება ჩადეს შვილში და ვერ მიიღეს შედეგი… ხანდახან შვილის ყოლის პასუხისმგებლობაც მაშინებს და ვარ ამ ორჭოფობაში.

ჩემი შვილის საკითხი ბელას უფრო ადარდებს. ორ რამეზე ნერვიულობს ყველაზე მეტად, რომ ვსვამ და შვილი არ მყავს, ამიტომ ვფიქრობ, სუროგატს გავაჩენინო შვილი, რომ ბელამ დაისვენოს.

როგორც კი სუროგაციაზე დავიწყე ლაპარაკი, იმდენმა მეგობარმა მითხრა, მე გაგიჩენო, მაგრამ შემდეგ ისიც მოაყოლეს, ბარემ ხელიც მოვაწეროთო, შემდეგ – შენს სახლშიც გადმოვალთო, რომ ეს ამბავი უკვე აღარ მომწონს.

– ამბობენ, რომ თუ სასმელი ბევრი მოგივათ, შემდეგ ცუდ ხასიათს ავლენთ.

– თუ ორი-სამი დღე გადავაბი, შემდეგ კი მაქვს პათოლოგიური რაღაცები, შეიძლება რაღაც მომეჩვენოს, ვიღაც ამოვიჩემო. მოკლედ, ამ დროს ვსვანდები და ვინც თვალში არ მომივა, შეიძლება თავზე დავახურო ყველაფერი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”