დალი ჩიტალაძე: ,,მყავდნენ მეგობრები, რომლებიც მაშინვე შემომეცალნენ, როგორც კი წავიბორძიკე”

დალი ჩიტალაძე: ,,მყავდნენ მეგობრები, რომლებიც მაშინვე შემომეცალნენ, როგორც კი წავიბორძიკე”დალი ჩიტალაძე, სარკე:

,,ჩემს ცხოვრებაში დრო და დრო იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მეგობრებად ვთვლიდი, მაგრამ როგორც კი ცოტას წავიბორძიკებდი, მაშინვე შემომეცლებოდნენ ხოლმე. ერთ შანსს ყოველთვის ყველას ვაძლევ, მაგრამ თუ იგივე შეცდომა გაიმეორა, ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. შეცდომა ღმერთმა აპატიოთ, მაგრამ ჩემგან შორს იქნებიან.

ძალიან ბევრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ თუ გადავირიე, მერე იქ მთავრდება ყველაფერი. ზოდიაქოთი ვერძი ვარ, ცეცხლის ნიშანი და ცეცხლივით ავენთები ხოლმე.

ადამიანი უმადური არ უნდა იყოს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვაა. ერთმანეთის პატივისცემას თუ ვისწავლით, ბედნიერები ვიქნებით.”

,,სარკე”