ასმათ ტყაბლაძე, მსახიობი:
,,ეს ჩემთვის დახურული თემაა, ამაზე არ ვსაუბრობ. ვიღაცას ვუყვარდი, ვიღაცა მეტრფოდა, მაგრამ ამაზე საჯაროდ არასდროს მილაპარაკია. მეც მყვარებია, მაგრამ ოჯახი არავისთვის დამინგრევია.
სულ ცოლშვილიან კაცებს ვუყვარდი, მოვწონდი, იყო შემოთავაზებები მათი მხრიდან, მაგრამ არასდროს მიცდია, ცოლისთვის გამეშორებინა ვინმე, არადა ქალები რატომღაც ამას ცდილობენ ხოლმე. ვინმე რომ გამემწარებინა, ის ამის შესახებ აუცილებლად იტყოდა”.
ჟურნალი ,,სარკე”

