პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ის პოლიგონზეა და ავტომატს ისვრის, თან წერს: ,,დანდობა არ იქნება”.
წლების წინ ალეკო ელისაშვილი ,,სარკეს” თავის გატაცებებზე უყვებოდა:
-მზვერავობა მინდოდა. საკუთარ თავს სასტიკ ექსპერიმენტებს ვუტარებდი. მაგალითად, ცხელ წყალში ხელს ვყოფდი, რომ გამეძლო. ბაბუაჩემის მამა იყო უშიშროების მაიორი, ვიცე პოლკოვნიკი, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და არ მახსოვს. ცხინვალსა და აფხაზეთში ომი იყო. ერთხელ გავიპარე ომში, უფრო სწორად, რკინიგზის სადგურამდე მივედი, მაგრამ იქიდან ვეღარ წავედი. მაშინ 14 წლის ვიყავი და დედაჩემმა საბერტყით მცემა.
სამხედრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ისტორიის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები, პოლიტოლოგიის სპეციალობაზე. ისტორიას კარგად ვსწავლობდი. შეგიძლიათ ჰკითხოთ ჩემს ისტორიის პედაგოგს, ზაქრო ქუცნაშვილის დედას… პროტესტი მქონდა კრიმინალისადმი. ხომ იყო ,,წითელი” და ,,შავი” გაგება, მე ,,წითელს” ვაწვებოდი, სამხედრო ფორმით დავდიოდი.
,,კულინარიელები” ჯერ დამცინოდნენ, მაგრამ მერე მოსწონდათ. იყო ორი კატეგორია, ერთნი კრიმინალები გახდნენ, მეორე კი პანკები და როკის მიმდევრები იყვნენ. დეპრესია დამეწყო და ვერავისთან ვურთიერთობდი…
ვინ იყო იმ პერიოდში ადამიანი, რომელიც თქვენთვის ავტორიტეტს წარმოადგენდა?
– გია ყარყარაშვილი. მაგარი მეომარი იყო. აფხაზეთში ვეფხვივით იბრძოლა. დღემდე იმის სიმბოლოდ, რომ ქართველში მეომრული და ვეფხვური შემართება არ მომკვდარა.
– სპორტს ეჭირა რაიმე ადგილი თქვენს ცხოვრებაში?
– ტანმოვარჯიშე ვიყავი, სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს ნაკრების წევრი. შვიდი წელი ვიარე. ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გავხდი და სამჯერ მესამე ადგილზე გავედი.
,,სარკე”

