,,სარკე”, ავთო ჩიტიძე
მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახი 5 წელია საკუთარი ქონების დასაბრუნებად იბრძვის. ყველაფერი 1996 წლიდან დაიწყო, როდესაც ოჯახის ახლობელმა მსახიობის ცოლის, ლელა გოცირიძის და მისი დის ბინა ბიზნესისთვის იქირავა. ამას მოჰყვა ბინის ჩადება კრედიტის სანაცვლოდ, გადაუხდელი კრედიტის გამო კი ბინა აუცქიონის წესით გაიყიდა. შედეგად ყიფშიძეების ოჯახს ბიზნესისგან სარგებლის ნაცვლად ბანკის მიერ უცხოელზე მიყიდული ბინის საბუთი შერჩა ხელში.
მთელი ეს პერიოდი ყიფშიძეები ცდილობენ, უცხოელისგან ბინა იმ ფასში გამოისყიდონ,რაც მან აუქციონზე გადაიხადა, მაგრამ ჯერჯერობით კეთილი ნება არ ჩანს. ნერვიულობა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე ნეგატიურად მოქმედებსზურა შექმნილ სიტუაციას ძალიან განიცდის, მისი მეუღლე კი დეპრესიაშია. უძრავი ქონების დაბრუნებისათვის ყველაზე აქტიურად მათი ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძე იბრძვის, რომელიც ,,სარკეს” ამ სამწუხარო ისტორიას უყვება.
-შევაგროვეთ თანხა, რომელიც უცხოელს აქვს ჩვენს სახლში გადახდილი და იმედია, აიღებს ფულს და დაგვიბრუნებს.ჯერჯერობით მუქარის და ზეწოლის ქვეშ ვართ. ბოლოს მოგვივიდა მუქარის წერილი, გადმოგვეცით სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს წესით დაგაკისრებთ უამრავ ჯარიმასო.
არადა იყო დრო, როდესაც წამოვიდა მოლაპარაკებებზე.შემოგვთავაზა, თუ სამ დღეში მივუტანდით ამ სახლში გადახდილ 120 ათას დოლარს (სახლის საბაზრო ფასი 500 ათას დოლარამდეა), პრეტენზია არ ექნებოდა. ეგონა,ვერ შევძლებდით. როდესაც ფულით მივიდნენ, ყველაფერი ჩაშალა. ისეთი სტრესი მიიღეს ჩემმა მშობლებმა, მეგონა, გული გაუსკდებოდათ.
– ამ საქმეში ყველაზე დიდი შეცდომა სად დაუშვით?
– ბევრი ტყუილი, თაღლითობა იყო.ბინა ქირით გადავეცით მეგობარს კომპანიისთვის და ყოველთვიური შემოსავალი უნდა მიგვეღო. მოვტყუვდით და (კითხვის გაგრძელება)

