ზურა დოიჯაშვილის ცოლი ქმრის საფლავს ვერ ტოვებს – ,,ისევ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ”

ზურა დოიჯაშვილის ცოლი ქმრის საფლავს ვერ ტოვებს - ,,ისევ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ"(დასაწყისი) გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვინც იმავე დიაგნოზით არიან დაავადებულნი, რითიც ზურა იყო. საქართველოში ცოტა, მაგრამ მაინც არიან ამ დიაგნოზისმქონე ადამიანები. მინდა, რითიც შევძლებ, დავეხმარო, თუნდაც ფსიქოლოგიურად, რადგან მე ეს ყველაფერი გავიარე და ვიცი.

ზურას გარეშე ცხოვრება უმძიმესია და ხან დაუჯერებლადაც მეჩვენება, რომ აღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ საფლავზეც გავდივარ და ვხვდები, ეს რეალობაა, მაინც დაუჯერებელია ჩემთვის. სულ ვფიქრობ, რომ სადღაც არის წასული და ჩამოვა. შეგუებით ვერაფრით შევეგუები. სანამ ცოცხალი ვარ, მუდამ ეს განწყობა მექნება.

ზურას რომ ეგრძნო, ვეღარ დაბრუნდებოდა, ალბათ არც წამოვიდოდა. ორივე ვფიქრობდით, რომ ჩვენი არდაბრუნება არ განიხილებოდა. უნდა მოგვეგვარებინა ჩვენი პრობლემა და დავბრუნებულიყავით საქართველოში.

ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მეც იქ ვიქნებოდი ახლა, მაგრამ წარმოუდგენელია, ზურა იყოს თბილისში და მე – ისრაელში.

– როგორი იყო ის ცხოვრება, რომელიც მასთან ერთად განვლეთ?

– ის ცხოვრება იყო მხიარული, საინტერესო, სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე.

– როგორი იყო შეყვარებული ზურა დოიჯაშვილი?

– ზურა სულ შეყვარებული იყო ჩემზე. 1978 წელს ბორჯომში გავიცანი. იქ ახლაც გვაქვს სახლი ფაფაში, სადაც მაშინ მისი ბებია-ბაბუა ცხოვრობდნენ. ვისვენებდი სანატორიუმში, რომელიც ამ სახლთან ახლოს იყო. იქიდან დაიწყო ზურას სიყვარული, მაგრამ მოგვიანებით შევუღლდით გარკვეული გარემოებების გამო. ჩვენი გზები ცოტა ხნით გაიყარა, ზურა ჯარში წავიდა, მე სტუდენტი გავხდი, მაგრამ ის სიყვარული ბოლომდე გაგვყვა. ძალიან ახლო მეგობრებიც ვიყავით.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”