,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში 11 თვე ებრძოდა სიკვდილს. დამარცხდა. ვერც უკანასკნელი სურვილი აისრულა, რამდენიმე წლის უნახავ თავის საყვარელ თბილისში ცოცხალი ჩამოსულიყო… მომღერალი სამშობლოში 22 თებერვალს ჩამოასვენეს.
ზურა დოიჯაშვილის ცოლ-შვილი ისრაელის მოქალაქეები არიან, რაც თავისთავად ბევრ პრივილეგიას ანიჭებთ. ისრაელის მოქალაქეობა ადვილად მიიღეს, რადგან ზურას ბებია ჰყავდა ებრაელი. ახლა ქალბატონი ქეთი ვადაჭკორია ამბობს, რომ ისრაელში ცხოვრებას აღარ აპირებს, რადგან ქმრის საფლავს საქართველოში ვერ მიატოვებს. ამის შესახებ ის “სარკეს” ესაუბრა.
– ქალბატონო ქეთი, როგორ ხართ, როგორ გრძელდება ცხოვრება ზურას გარეშე?
– ცუდად ვარ. ამასთან შეგუება ძალიან რთულია და ალბათ ვერც ვერასდროს შევეგუები. უბრალოდ, მერე სხვანაირად ცხოვრებას სწავლობ.
– ისრაელში დაბრუნებას აპირებთ თუ დარჩებით საქართველოში?
– მივდივარ ერთი-ორი თვით, საბუთები მაქვს მოსაგვარებელი და მერე დავბრუნდები. რა თქმა უნდა, იქ ვაპირებ ცხოვრებას, სადაც ზურაა და სადაც ჩემი შვილები იქნებიან.
– ყველასათვის ცნობილია, რომ თბილისში ბინა დაკარგეთ და ისრაელში თქვენი წასვლის მიზეზიც ეს გახდა. ახლა სად ცხოვრობთ?
– ახლა ნაქირავებში ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, არ მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება. ნეტავ, ზურა ცოცხალი ყოფილიყო და ეგ პრობლემა მეასეხარისხოვანი იქნებოდა. ჯერჯერობით ნაქირავებში ვარ და ალბათ მერეც ასე გაგრძელდება.
– მუშაობასაც ხომ არ აპირებთ აქ?
– ადრე ვმუშაობდი ჩემი სპეციალობით. რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და სკოლაში მასწავლებელი ვიყავი. ახლა კი 55 წელი არ არის ის ასაკი, რომ სამსახური გამოჩნდეს. საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებასაც ვფიქრობ. მინდა, ფონდი (კითხვის გაგრძელება)

