თეონა დავარაშვილი: ,,დედაჩემი მოვძებნე, მაგრამ ცივად შემხვდა, გიცანი, მამაშენს ჰგავხარო”

თეონა დავარაშვილი: ,,დედაჩემი მოვძებნე, მაგრამ ცივად შემხვდა, გიცანი, მამაშენს ჰგავხარო",,სარკე”, რუსუდან ადვაძე

თეონა დავარაშვილი თავის ამბავს სა-ჯაროდ პირველად ,,სარკესთან” ყვება. სინამდვილეში დავარაშვილი კი არა, დავითაშვილია, მაგრამ ბიოლოგიურ მამას არ იცნობს. იცის, რომ მამის მხრიდან ხუთი დედმამიშვილი ჰყავს, თუმცა არ იცის, როგორი რეაქცია ექნებათ დავითაშვილებს, როცა გაიგებენ, რომ თეონა მათი სისხლი და ხორცია.

თეონა 1979 წელს დაიბადა. დედამისს უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ქალმა არ დაიჯერა, მაგრამ რეალობასთან შეგუება მოუწია – პატარა უკვე გაშვილებული იყო და მის დაბრუნებაზე მშვილებელმა მამამ უარი განაცხადა. გოგონამ 18 წლის შემდეგ შეიტყო, რომ აყვანილი იყო. დედა მოძებნა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, თბილი დედის მაგივრად ხელში უცხო ადამიანი შერჩა.

– ძალიან ცივად შემხვდა. მითხრა,ვიცი, ვინც ხარ, გიცანი, რადგან მამაშენს ჰგავხარო.მასთან შეხვედრა სხვანაირად წარმომედგინა. თუ იცი, რომ შვილი ცოცხალი გყავს, თვითონ მოგძებნა,წესით,სხვა რეაქცია უნდა ჰქონოდა.

მერე დამირეკა და მითხრა, შემხვდი, დავილაპარაკოთო. მომიყვა, ვისგანაც გამაჩინა, ცოლიანი იყო, 5 შვილი ჰყავდა. ჩემს გაშვილებაში დიდი წილი უთამაშია მამაჩემის დას.  დედაჩემს ვუთხარი, არ გინდა, შვილიშვილები გაგაცნო-მეთქი. არა, ნათესავებმა არ იციან შენ შესახებო. ძალიან მეწყინა…

ბიოლოგიურ დედას უთხრეს, რომ მოვკვდი. მგონი, 5 000 მანეთია ჩემში გადახდილი. ამ თემაზე დედაჩემთან კარგა ხანია აღარ ვლაპარაკობ.წლების წინ ვისაუბრეთ და შევეშვით.

რაღაცაზე ვიკამათეთ და მაშინ წამოვაძახე, ვიცი, ნაშვილები რომ ვარ-მეთქი. თუ რამეში არ ეთანხმები, თვლის, რომ მის წინააღმდეგ ხარ.რა დაგაკელიო, მეუბნებოდა. ვერ გავაგებინე, რომ კი არ დამაკლო, უბრალოდ,მინდოდა, მცოდნოდა, ვინ ვიყავი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”