,,სარკე”, ია ქუთათელაძე
ქორეოგრაფი თეა გობეჯიშვილი ,,სარკესთან” თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებზე ყვება, მათ შორის _ მისი და ნიკა ლომიძის სიყვარულის ამბავზეც. ინტერვიუ ქვეყნდება შემოკლებით.
თეა გობეჯიშვილი:
– ჩვენი ურთიერთობა ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს დაიწყო. გადაღება გვიან დამთავრდა, ნიკა ჩემს მანქანასთან მოვიდა და მთხოვა, წამეყვანა. უარს როგორ ვეტყოდი?!
რამდენიმე დღის შემდეგ თავად წამომიყვანა მანქანით, შემდეგ დილითაც გამომიარა და ის იყო და ის, ჩემი მანქანა გავაჩერე, ყველგან ნიკას ავტომობილით დავდიოდით. დავმეგობრდით. სამეგობროც ერთი გვყავდა, საქმეც ხშირად საერთო გვქონდა.
ერთხელაც საუბარმა მოიტანა და ვთქვი, რომ გათხოვებას აღარ ვაპირებდი. პირველი ოჯახი დამენგრა, მყავდა შვილი და მქონდა საყვარელი საქმე, რაც სრულიად მაბედნიერებდა. ჩემს სიტყვებზე ძალიან გაბრაზდა და გაიქცა. მე, როგორც რაჭველი, უცებ ვერ მივხვდი, რამ გააბრაზა.
20 წუთის შემდეგ დაბრუნდა და მანქანით წამიყვანა. აი, მაშინ უკვე ვიფიქრე, რომ ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ სახეს იღებდა.
სიყვარულის დიდი ახსნები და გულის წასვლები არ გვქონია,მშვიდად დავიწყეთ ერთად ცხოვრება. ნიკა ძალიან კომფორტულია. კონფლიქტი არასდროს მოგვსვლია, უფრო მეტიც, ჩვენ შორის ხმამაღალი კამათიც არ ყოფილა.
ჯვრისწერაც მოულოდნელად გადავწყვიტეთ, ყოველგვარი მომზადების გარეშე. სტუმრად ვიყავით ჩვენს მეგობრებთან, რეჟისორ დათო დოიაშვილთან და მის მეუღლესთან. ვუთხარით, რომ მეორე დღეს ჯვარს ვიწერდით. დათოს მეუღლემ, ქეთიმ, მკითხა, კაბა შერჩეული გაქვსო. უცებ გამახსენდა, რომ ამაზე არ მიფიქრია და ჩემს გარდერობში კაბა საერთოდ არც მოიპოვებოდა. მაშინ ქეთიმ გადმომიღო ძალიან ლამაზი (კითხვის გაგრძელება)

