თეა გობეჯიშვილი: ,,ნიკა ძალიან გაბრაზდა და გაიქცა, მე, როგორც რაჭველი, უცებ ვერ მივხვდი, რამ გააბრაზა”

თეა გობეჯიშვილი: ,,ნიკა ძალიან გაბრაზდა და გაიქცა, მე, როგორც რაჭველი, უცებ ვერ მივხვდი, რამ გააბრაზა''გრძელი, კრემისფერი კაბა, რომელიც იმდენად კარგად მომერგო, თითქოს ჩემთვის შეუკვეთეს. გრძელი ბოლო ავწიე და თავზე წამოვიფარე. ასე რომ, ფატაც გამომივიდა და ორიგინალური საპატარძლო კაბაც.

ახლა რომ ვფიქრობ, მართლა რა სწრაფად გადის დრო. ბევრი წელია, რაც ერთად ვართ და ნამდვილად დავრწმუნდით, რომ ჩვენი არჩევანი საუკეთესო იყო.

– რა გასწავლათ ერთად გატარებულმა წლე-ბმა, რა არის მთავარი ოჯახური წყვილის ურთიერთობაში?

– მე და ნიკა ჩვენს პროფესიებზე შეყვარებული ადამიანები ვართ. ვიცით, ჩვენი საქმეები დიდ დროს მოითხოვს.ჩვენ შორის მთავარი არის ნდობა, არასდროს გვიეჭვიანია ერთმანეთზე. უმიზეზო ეჭვიანობა ავადმყოფობაა.ეჭვიანობის მიზეზი არც ნიკას მოუცია ჩემთვის და არც მე – მისთვის.

ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს პაემნებზე და მივდივართ კაფეში ან სასეირნოდ.

– მოცეკვავეები ბედნიერები არიან,არასდროს აწუხებთ წონა.მომხიბლავი ქალი ხართ და ალბათ თავსაც განსაკუთრებულად უვლით. ხომ არ გაგვიზიარებთ რჩევებს?

–  სილამაზის სალონს მხოლოდ მაშინ ვაკითხავ,თუ თმის შესწორება მჭირდება.კოსმეტიკურ პროცედურებზე დროის ხარჯვა ჯერჯერობით მენანება, თუმცა არ ვიცი, წლების მატებასთან ერთად შეიძლება მოვინდომო კიდეც.

სახეზე ერთი ან ორი პატარა ნაოჭის გამოჩენა არ მაღელვებს. აი, წონის მომატებას კი ვერაფრით შევეგუები. დღესასწაულების დროს, როცა საკვებს და ტკბილეულს დიდი დოზით ვიღებ, წონაში ორიოდე კილოგრამს ვიმატებ, მაგრამ კილოგრამებს მაშინვე ბრძოლას ვუცხადებ და ძველ წონას ვიბრუნებ.

მთავარი მაინც შინაგანი განწყობა და ისე ცხოვრებაა, სხვისი არ გშურდეს. დიდი ბედნიერებაა კარგი მეგობრების ყოლა, ჩვენ ამით მდიდრები ვართ და ერთმანეთის სიყვარულს ბევრი სიტყვა არ სჭირდება.