,,ქართული ხმების” სოლისტი დაიღუპა – ის დედის დაკრძალვისთვის იმყოფებოდა რაჭაში

,,ქართული ხმების" სოლისტი დაიღუპა - ის დედის დაკრძალვისთვის იმყოფებოდა რაჭაშიანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა. ონის მერიის ინფორმაციით, სოფელში გზა ჩავარდა და ხევში გადაიჩეხა.

ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა, მაია გობეჯიშვილმა „რსუთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რომ იმ ადგილას, სადაც მომღერალი მიდიოდა, სამანქანო გზა არ არის.

-გზა ჩაუწყდა. ფეხით იყო, ტრანსპორტი იქ არსად ჩანდა, _ ამბობს გობეჯიშვილი.

მომღერალს რამდენიმე დღის წინ დედა გარდაეცვალა. ზურა ბაკურაძე რაჭაში, დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. დაკრძალვის შემდეგ ის რამდენიმე დღით რაჭაში დარჩა. კლინიკაში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.