,,სარკე”, რუსუდან ადვაძე
მირანდა სურგულაძე ერთ-ერთია, ვინც ტყუპისცალ დას ეძებს. მის მშობლებს, ზაურ სურგულაძესა და ნაირა ქარქაშაძეს, 1986 წლის 1 აპრილს 3 ტყუპი გოგონა შეეძინათ. მაშინ სამი ტყუპის დაბადება იმდენად იშვიათი მოვლენა იყო, რომ ეს ამბავი საბჭოთა გაზეთებში მოხვდა.
ახალდაბადებულ სამ დას შორის ყველაზე დიდი და ყოჩაღი გვანცა იყო. მირანდა და ნათია დას წონითაც ჩამორჩებოდნენ და ჯანმრთელობითაც. სამივე ტყუპი სამშობიაროდან ბავშვთა მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღეში მშობლებს უთხრეს, რომ გვანცა გარდაიცვალა…
მირანდა დარწმუნებულია, რომ ტყუპისცალი, რომელიც მისივე იდენტურია, რადგან ერთი კვერცხუჯრედიდან გაჩნდნენ, ცოცხალია. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ გრძნობს, როდესაც გვანცას უჭირს და დას თავდაუზოგავად ეძებს.
მირანდა სურგულაძე: მისი დაბადების და გარდაცვალების აქტები კი გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცოცხალია.
(კი1886 წლის 1 აგვისტოს დავიბადეთ სამი ტყუპი თბილისის მეორე სამშობიაროში, კამოს ქუჩაზე. ჩვენ შორის ყველაზე ჯანმრთელი გვანცა იყო. ის პირველი დაიბადა. 2 კვირა ინკუპატორში ვიყავით. იქიდან სამივე დიღომში, ბავშვთა მეორე საავადმყოფოში გადაგვიყვანეს… მის არსებობას მთელი ბავშვობაც ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ. მე და გვანცა ერთი კვერცხუჯრედიდან ვიყავით და თითქოს ჩემი ნაწილია.
მამაჩემი ისეთი კაცი არ არის, ბავშვი იქ დაეტოვებინა, იჩხუბა და გვამი მისცეს. მამას ვკითხე, გვამი მაინც თუ ნახე-მეთქი. მითხრა, არა, ქსოვილის ნაჭრებში იყო შეხვეული იყო, მეც ბამბის თეთრ ქსოვილში გადავახვიე, რომ ცოტა გვიან გახრწნილიყო და დავასაფლავეო. მამაჩემს არც უნახავს, ვინ დაასაფლავა.
14-15 წლის ვიყავი, რამდენჯერმე რომ მისაყვედურეს, (კითხვის გაგრძელება)

