(დასაწყისი) გვერდით რომ ჩამიარე, რატომ არ მომესალმეო. 13 თუ 14 წლის ვიყავი, დედაჩემს თქვენობით რომ დავუწყე ლაპარაკი. ამას ვერაფრით ვხსნიდი და სხვაგვარად არც შემეძლო, თითქოს უცხო იყო ჩემთვის. 2-3 თვე მოწიწებით ვესაუბრებოდი და ვერ ვხსნიდი, რა ხდებოდა.
მერე გავიაზრე, რაც მჭირდა – გვანცამ ნამდვილად ამ ასაკში გაიგო, რომ ნაშვილები იყო. იცით, კიდევ რას ვგრძნობ? 2010-2011 წლებში გამზრდელი მშობელი გარდაეცვალა. 2 კვირა
საშინელი დეპრესია მქონდა არაფრის გამო. თითქოს მშობელი მეღუპებოდა. მერე მივხვდი, რომ მე კი არა, გამზრდელ მშობელს გვანცა გლოვობდა. როგორც ჩანს, ბიოლოგიურ ტყუპებს შორის ეს კავშირი არსებობს და ვერაფრით წყდება.
– ბევრი რამ იცით იმ შავბნელ წლებზე. რა ხდებოდა და ვინაა მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში?
– ექთნებისა და მედდების კლასტერი იყო. უშვილო წყვილი ვინმეს წყალობით კავშირს ამყარებდა მედდასთან, რომელიც 2-3 დღის მერე ეტყოდა მშობელს, შენი შვილი მოკვდაო, ვითომ წიწილა იყო. მშობელს გულმოკლულს უშვებდნენ და უკანა კარიდან ბავშვს აშვილებდნენ. თუ დედა დაიჟინებდა, შვილი მანახეთო, ამისთვის ფერების მიხედვით ეწვინათ გარდაცვლილი ბავშვები და ყველას ერთსა და იმავეს ანახვებდნენ, თან ურჩევდნენ, არ წაეყვანათ და მის საფლავით ცხოვრება არ გაენადგურებინათ.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”

