მაკა შალიკაშვილი: ,,ყველას უნდა დაშორდე, ვინც გიმტრო და ტკივილი მოგაყენა”

მაკა შალიკაშვილი: ,,ყველას უნდა დაშორდე, ვინც გიმტრო და ტკივილი მოგაყენა'',,სარკე”, ია ქუთათელაძე

მსახიობი მაკა შალიკაშვილი ქართულ პოეზიას ბავშვობაში დაუმეგობრდა, ოჯახის წევრებს გამოთქმით უკითხავდა პოეტთა შედევრებს. პროფესიული არჩევანი გივი ბერიკაშვილის ოჯახთან ურთიერთობამ გააკეთებინა.ამჟამად დიდი ტრადიციების მქონე გორის თეატრში თამაშობს.

პანდემია პოეზიის სიყვარულმა გადაატანინა.სურს,მოიაროს საქართველო და მომავალი თაობა ქართული პოეზიის უძვირფასეს მარგალიტებს აზიაროს.ყოველივე ამასა და ცხოვრების გზაზე დაგროვილ გამოცდილებაზე მაკა შალიკაშვილი ,,სარკესთან” საუბრობს (ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში).

-მაკა, პანდემიისას ბევრი დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და აღმოაჩინა, რომ მიწაზე მუშაობა რელაქსაციაც არის და თავის გატანის საშუალებაც. თქვენ თუ გაქვთ კავშირი სოფელთან?

– სოფელში მუდმივად დაბრუნების გადაწყვეტილება ჯე არ მიმიღია. ყველაფერს თავისი დრო აქვს და შეიძლება ჩემს ცხოვრებაშიც დადგეს ეს დრო. მიწასთან ურთიერთობა ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. განსაკუთრებით მიტაცებდა ბოსტნეულის გამარგვლა,სარეველებისგან გათავისუფლება, რაც ცხოვრებაშიც აქტუალურია. ხშირად უნდა გამარგლო შენი ყოფა გარშემო არსებული სარეველებისგან.

–  მოგიშორებიათ ეგრეთ წოდებული სარეველა ადამიანები?

– ვის არ შეხვედრია ასეთი ადამიანები?ზოგი მე მოვიცილე, ზოგმა თავად მომიცილა. ცხოვრება ასეთია, ყველანი ჩვენ-ჩვენს ნავში ვსხდებით და ვაგრძელებთ გზას. ზოგისთვის იქნებ მე გამოვდექი სარეველა, არ ვიცი.ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც ლექსშია: ,,ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება, ყველაფერი წამიგია, მეგობრები გვაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარა, ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია, არც ფანჯრიდან გადმომხტარან, მშვენიერად არიან”.

ადამიანებს თავიანთი ცხოვრების წესი აქვთ, თავიანთი პიროვნული თვისებები. მე, მაგალითად, ზედმეტად ალალი ვიყავი და რაღაც ასაკში მეგონა,ყველა ისეთი იყო,როგორიც – მე ან მე ვიყავი ყველასნაირი,მაგრამ (კითხვის გაგრძელება)