(დასაწყისი აქ) ასე არ აღმოჩნდა. არც ეს ყოფილა პრობლემა, ყველაფერმა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, გამხადა ზუსტად ისეთი, როგორიც დღეს ვარ.
სისულელეა წყენის და გულისტკენის შემდეგ არჩიო მომხდარი და ისევ იმ ადამიანის გვერდით მოინდომო ყოფნა, ვინც შენ ისეთი ვერ დაგინახა, როგორიც ხარ. ძალიან მიყვარს პატიება, მაგრამ გააჩნია წყენის ხარისხს. როცა ის ძალიან დიდია, მაშინ აუცილებლად გვერდზე უნდა გადგე, დაშორდე, ვინც გიმტრო და ტკივილი მოგაყენა.
ადამიანი უგუნური ხომ არ ხარ, გულთან მოითბო და ჩაიხუტო ის, ვინც მუდმივად გკბენს, თუმცა ძალიან მეცოდება ასეთი ადამიანი. დასანანია, რომ დროებით და მოკლე წუთისოფელში არ ვინდობთ ერთმანეთს. ტერენტი გრანელის ლექსს მოვიშველიებ: ,,ვიცი, მე შენ გამიწიე მტრობა, მაინც მოხვალ და საყვედურს მეტყვი. ისევ ვეძებ მარადიულ ყოფას, სიკვდილია სიცოცხლეზე მეტი”.

