ხელი მოვაწერეთ არა გაქირავების ხელშეკრულებას, არამედ ბანკში ბინის ჩადების დოკუმენტს.
ამ სახლით გამოტანილი 120 ათასი დოლარი,თვალითაც არ გვინახავს. საბოლოოდ სახლი აუქციონზე ისე გაყიდეს,არ ვიცოდით.იყო უამრავი ტყუილი, დაპირება.ისე ჩანს, რომ ამ სახლის გარშემო ვიღაცის ინტერესია.
– ამ ეჭვის საფუძველს რა გაძლევთ, მანამდეც იყო შემოთავაზება, რომ ეს ბინა გაგეყიდათ?
– კი, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე (ბინა გუდიაშვილის ქუჩაზეა), ყოველთვის დიდი ინტერესი იყო. არაერთ ცნობილ ბიზნესმენს უნდოდა მისი ყიდვა, რომელთა გვარებს ახლა არ დავასახელებ…
ეს ბინა იყო ერთადერთი იმედი ჩვენთვის. მას შემდეგ, რაც მუქარის წერილები მივიღეთ, მამაჩემი განადგურებულია. დედა ისედაც ავადმყოფობდა და ამ ამბებმა უფრო გაუძლიერა დეპრესია. სახლიდან საერთოდ არ გადის. მაინც არ ვკარგავთ იმედს, რომ ვიღაცა იმ ადამიანს მოატრიალებს და ეტყვის, რომ ასე არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. იმედი გვაქვს, რომ ბანკის მოტყუებით გაყიდულ ბინას უკან გამოვისყიდით.
– დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?
– ასთმა აქვს და ამ სტრესებზე ძალიან ცუდად ხდება. ამის შემხედვარე მამაჩემი სულ გადარეულია. ამბობს, ამ ქალს რამე რომ მოუვიდეს, მეც გადავყვები და თქვენ გარეთ დარჩებითო. წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაა,როდესაც გვგონია,ბინა გავაქირავეთ, შემოსავალს მივიღებთ, ამის ნაცვლად მოგვდის ესემესი ბანკიდან, რომ გადასახდელი გვაქვს 280 ათასი დოლარი.
მე და დედა მაშინ ახალი ნაოპერაციები ვიყავით ანევრიზმაზე და გული თუ არ გაგვისკდებოდა, არ გვეგონა. აქედან რომ დაიწყო ეს კოშმარი, უკვე 5 წელია გრძელდება. ანევრიზმას გადავურჩით და ლამის ამ სახლის პრობლემას გადავყევით.
ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”

