იტალიაში ქართველი ემიგრანტის ცხედარი იპოვეს

იტალიაში ქართველი ემიგრანტის ცხედარი იპოვეს19 ივნისს იტალიაში, სამი შვილის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახს ეს ამბავი იმავე დღეს აცნობეს. ახლობლების თქმით, გარდაცვლილი იტალიაში სამუშაოდ ორი თვის წინ ჩავიდა. ოფიციალური წყაროები დეტალებზე არ საუბრობენ. საზოგადოების დიდი ნაწილი კი გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში მყოფი ელზა ძინძიბაძე სამართალდამცველებმა ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. მეორე ვერსიის თანახმად, გარდაცვლილი ბინაში ჩამომხრჩვალი ნახეს. ის 34 წლის იყო. ექსკლუზივტვ.ჯი-ს ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება.

„ჩვენს ქალაქში (იტალია) ერთი ქალბატონი იყო, ვერ შეძლო აქაურ შრომას და პირობებს შეჰგუებოდა. დახმარებას გვთხოვდა – გავგიჟდები და თავს მოვიკლავ, გთხოვთ, დამეხმარეთო. ამოვუდექით ყველა მხარში და დავაბრუნეთ საქართველოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომწერა: „თვითმრინავი, ჩემნაირებით და ჩემზე უფრო მძიმე სულიერი პრობლემების  მქონე ქალებით იყო სავსეო”, – უყვება ექსკლუზივტვ.ჯი-ს ემიგრანტი.

„იტალიაში, ქალაქ ბარიში, საქართველოს მოქალაქე ჩამომხრჩვალი იპოვეს“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს:

„ჩამომხრჩვალი იპოვეს ქართველი ემიგრანტი იტალიაში, 34 წლის ელზა ძინძიბაძე. გლოვობს ოზურგეთი, ანასეული.

ფოტო ექსკლუზივტვ.ჯი-ს