ეკა მიშველაძე პირველ შვილიშვილს საძინებელს უმზადებს

ეკა მიშველაძე პირველ შვილიშვილს საძინებელს უმზადებს,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის გადაცემა ,,დილა უქმეებზე” წამყვანს, მაკო კვიტაიშვილს, ეკრანზე ფეხმძიმობა დიდად არც ეტყობა, რადგან ჯანსაღად იკვებება და წონაშიც ბევრი არ მოუმატია. დედამისი, ცნობილი ჟურნალისტი, ეკა მიშველაძე, ბებიობისთვის დიდი სიხარულით ემზადება. აქამდე შვილებს სულ საყვედურობდა, რომ ბებიობას აგვიანებდა, ახლა კი ძალიან ბედნიერია.

მაკომ ოჯახი რამდენიმე თვის წინ შექმნა. მისი რჩეული ყოფილი სპორტსმენი, თორნიკე გაგუაა.

– მაკო, როგორ გრძნობთ თავს?

– საუკეთესო ორსულობა მაქვს. ეს ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობაა. რატომღაც მეგონა, რომ ეს ძალიან ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ რეალურად ბევრად მარტივი ყოფილა, თუ არ ჩავთვლით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს. პასუხისმგებლობა კი სრულად მაქვს გათავისებული.

– როგორი იყო ემოციები, როცა გაიგეთ, მალე დედა გახდებოდით?

– ეს ორსულობა სიურპრიზი იყო. თავიდან ვფიქრობდი, ამისთვის ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის პატარა საერთოდ არ ვარ, პირიქით, ზუსტად იმ ასაკში ვარ, როდესაც ადამიანი მზად არის, ეს მოვალეობები იკისროს. სხვათა შორის, ჩემი ქმრი ჩემი მარტივი ორსულობით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია.

– როგორ ემზადება ეკა ბებიობისთვის?

– ეკა დიდი ხანია, ბებიობისთვის მზად არის. არაერთხელ დაუწუწუნია იმის გამო, რომ მის გარშემო ყველას შვილიშვილი ჰყავს. მისთვის ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო. დიდ სამზადისშია, სულ იმას ფიქრობს, სად და როგორ დადგამს ბავშვის საწოლს.

ვფიქრობ, რომ ცუდი დედა არ ვიქნები, რადგან მე არაჩვეულებრივი დედა მყავს და მისგან ბევრ მაგალითს ვიღებ. ვოცნებობ, მისნაირი დედა ვიყო. ჩემთვის დედის და ქალის იდეალია.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”