,,რატომ გვიღალატეთ? როგორც ოჯახის წევრს, ისე დაგტირით” – ალექსანდრე ელერდაშვილი გარდაიცვალა

,,რატომ გვიღალატეთ? როგორც ოჯახის წევრს, ისე დაგტირით" - ალექსანდრე ელერდაშვილი გარდაიცვალაცნობილი მთარგმნელი, ალექსანდრე ელერდაშვილი გარდაიცვალა. ამ დიდ დანაკარგს უამრავი ადამიანი ცრემლებით შეხვდა.
,,რატომ გვიღალატეთ, ჩვენო ძვირფასო ბატონო საშა? როგორც ოჯახის წევრს, ისე დაგტირით, ჩვენო უსაყვარლესო ,,კაპიტანო”, უსაშველოა ეს ტკივილი და ყველა სიტყვა უძლურია ამის გადმოსაცემად. მხოლოდ უფალმა და თქვენც კარგად იცით მთარგმნელთა ასოციაციის წევრების თქვენდამი დამოკიდებულება. არასოდეს დაგივიწყებთ, ჩვენო ღირსეულო და საამაყო პრეზიდენტო… ნათელში დაივანეთ, უკეთილშობილესო, უნიჭიერესო, მუდამ ფუტკარივით მშრომელო და დაუღალავო, მადლიანო და ამაგდარო შემოქმედო.
პირობას გაძლევთ, რომ არ მოვდუნდებით (,არ მოდუნდეთო, ხომ ასე შემოგვიძახებდით ხოლმე თქვენთვის ჩვეული საოცარი ხალასი იუმორით ) და თქვენს ასიციაციას მაინც ვაცოცხლებთ…
ვერ წარმოგვიდგენია თქვენთან დამშვიდობება… ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ოდესმე კვლავ თქვენთან შეხვედრის იმედით. და მაინც, ძალიან გაგვიჭირდება, ძალიან…”, – დაწერა მეგი მოლოდინმა ,,ფეისბუქში”.
,,რატომ გვიღალატეთ? როგორც ოჯახის წევრს, ისე დაგტირით" - ალექსანდრე ელერდაშვილი გარდაიცვალა